USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 ოქტომბერი?
Date:  3862

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბერი:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, სამსახურის თუ პირადი ცხოვრების პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი დრო საყვარელ საქმიანობას ან სახლის მოწესრიგებას დაუთმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობაში ნაკლები გულწრფელობა გამოიჩინოთ. თუ ელით, რომ სხვები იზრუნებენ თქვენს კეთილდღეობაზე, იმედგაცრუებული დარჩებით. ამიტომ თავად მოინდომეთ და გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები უმჯობესია, დღის მეორე ნახევარში მოაგვაროთ, მანამდე კი კარგად გამოიძინოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებმა შეიძლება ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელებისკენ გიბიძგოთ. დღეს მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ და ეს დღე ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. სახლის უსარგებლო ნივთებისგან გასუფთავება განწყობას აგიმაღლებთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა კამათით და დაპირისპირებით დასრულდეს, ამიტომ გირჩევთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად სერიოზულ საკითხებზე მუშაობა გიჭირთ. ვარსკვლავების განლაგება შეცდომების დაშვებისკენ განგაწყობთ, ამიტომ ეცადეთ, ეს შაბათი დღე რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ, რამე გემრიელი მოამზადოთ, სერიალს უყუროთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გამოიყენეთ ეს დრო ოჯახური საქმეების მოგვარებისთვის, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. გამონახეთ დრო სილამაზის სალონში ან სპორტულ დარბაზში ვიზიტისთვის. პრობლემებზე ნუ იფიქრებთ - ისინი მალე თავად მოგვარდება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, ოპტიმიზმი და კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. სასურველია, დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ნეგატიურმა ემოციებმა ძალების აღდგენაში ხელი არ შეგიშალოთ ან დათმობაზე წახვიდეთ მაშინაც კი, თუ აღმოაჩენთ, რომ საქმე საკმარისი ტემპით არ კეთდება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ დილას ადრე ადგეთ, რომ დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ და ამაზე აღარ ინერვიულოთ. ვარსკვლავები ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა ენერგიით აგავსებთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ, რადგან საღამოს ამის არც ძალა შეგრჩებათ და არც სურვილი. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო დაუთმოთ - მიიღეთ ვიტამინები და ივარჯიშეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ და განვითარების ახალ საფეხურზე წარმატებით გადახვალთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისთვისაც მოიცალოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. პლანეტების განლაგების მიხედვით, მშვენიერი დღეა ინვესტიციების შესწავლის, ვალების დაბრუნების, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. მარტოხელა თხის რქებს სასიყვარულო თავგადასავალი და ემოციების ზღვა გელით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, ემოციურად მოდუნდეთ და ბოლო დღეების პრობლემები დაივიწყოთ. თბილი აბაზანა, მასაჟი ან საღამოს მშვიდი სეირნობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად გაუზიაროთ, რა გაწუხებთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ეს დღე ენერგიის აღდგენისა და დასვენებისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. შეეცადეთ, კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ამაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს, სადაც შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ - ეცადეთ საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way