USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 მარტი?
 2147

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღის მოვლენები: მნიშვნელოვანი ამბები გელოდება, მაგრამ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული – იაქტიურე.
ოჯახი: საოჯახო საკითხებში ნუ შეიტან ზედმეტ ემოციას, ასე გადაწყვეტილებები უფრო სწორი იქნება.
ბიზნესი: სწრაფი გადაწყვეტილებები მოგიწევს, მაგრამ სიფრთხილე დაიცავი – ზედმეტი რისკი მოგებას არ ნიშნავს.
სიყვარული: თუ შენი პარტნიორი მეტ ყურადღებას ითხოვს, აჯობებს, ამაზე სერიოზულად დაფიქრდე.
კარიერა: საქმეებში ინიციატივა გამოიჩინე, მაგრამ უფროსობასთან კამათი არ ღირს.
სამსახური: კოლეგები შენი გამოცდილების დაფასებას იწყებენ – ამით ისარგებლე.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღის მოვლენები: წარსული საკითხები ისევ წამოიწევს – ამჯერად მოაგვარე და აღარ გადადო.
ოჯახი: ოჯახის წევრებს დღეს მეტი გაგება სჭირდებათ, ნუ იქნები ზედმეტად მკაცრი.
ბიზნესი: დაფიქრდი ინვესტიციაზე – მცირე ცვლილებები დიდი მოგების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
სიყვარული: წვრილმანებს ნუ მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, ამან შეიძლება დიდი კამათი გამოიწვიოს.
კარიერა: ცვლილებების დრო ახლოვდება – იყავი მზად, მაგრამ ნუ იჩქარებ.
სამსახური: თავი შეიკავე ზედმეტი კრიტიკისგან – ზოგჯერ სიჩუმეც ბრძნული ნაბიჯია.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღის მოვლენები: ქაოსური დღე იქნება, მაგრამ ამისგან სასარგებლო დასკვნები გამოიტანე.
ოჯახი: მოულოდნელი შეხვედრები გელოდება – ზოგიერთი ძალიან სასიამოვნო იქნება.
ბიზნესი: დღეს იმაზე მეტად მოგიწევს საუბარი, ვიდრე გეგონა – ეცადე, ეს სათავისოდ გამოიყენო.
სიყვარული: ვინმესგან საინტერესო მინიშნება გელოდება, ყურადღებით იყავი.
კარიერა: თუ სიახლეებს ელი, დღეს ყველაფერი ცხადი გახდება.
სამსახური: შრომას გიფასებენ, მაგრამ ჩუმად – ნუ გაბრაზდები, მალე შედეგსაც ნახავ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ფრთხილად იყავი, რომ ვინმეს თამაშის ნაწილად უნებლიედ არ იქცე.
ოჯახი: ოჯახის წევრებს შენგან მეტი სითბო სჭირდებათ – დროა, ყურადღება გაამახვილო.
ბიზნესი: კონკურენცია იზრდება, მაგრამ ეს კარგი ნიშანია – შენი საქმე სწორ გზაზეა.
სიყვარული: თუ ადამიანი გულში გყავს, დროა, შენს გრძნობებზე გულწრფელად ილაპარაკო.
კარიერა: კოლეგებთან კამათს მოერიდე – დღეს სიმშვიდე შენთვის უფრო მომგებიანი იქნება.
სამსახური: შენი მუშაობა სხვებსაც მოტივაციას აძლევს – ეს დაგიფასდება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: ვიღაც შეეცდება, თავისი პრობლემები შენს კისერზე გადაიტანოს – არ დაუთმო.
ოჯახი: შენი დახმარება საჭიროა, მაგრამ ზედმეტი ჩარევით თავი არ გადაიტვირთო.
ბიზნესი: ახალ იდეებზე კონცენტრირდი – დღეს კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება.
სიყვარული: თუ ფლირტის ხასიათზე ხარ, შედეგი ბევრად სერიოზული შეიძლება გამოვიდეს.
კარიერა: ქების ღირსი ხარ, მაგრამ ამისთვის ცოტა მოთმინება დაგჭირდება.
სამსახური: არ დაუშვა, რომ სხვებმა შენი შრომით ისარგებლონ – დააფასე შენი ძალისხმევა.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დღის გეგმის დაცვა გაგიჭირდება, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ კარგად დალაგდება.
ოჯახი: ზედმეტ ემოციებს ნუ აჰყვები, ოჯახში სიმშვიდე სჯობს.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონე, გაუაზრებელმა ნაბიჯებმა შეიძლება ზარალი მოგიტანოს.
სიყვარული: ნურც ზედმეტს ელოდები და ნურც მინიშნებებს უგულებელყოფ.
კარიერა: რაღაცები შენს გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ მოთმინება ყველაზე კარგი ტაქტიკაა.
სამსახური: დროა, შენი შრომა დაფასდეს – თუ არ აფასებენ, დაფიქრდი, რამდენად ღირს გაჩერება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: მოულოდნელობების დღეა, მაგრამ შენს სასარგებლოდ შეგიძლია გამოიყენო.
ოჯახი: დროა, ოჯახთან რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი განიხილო – ნუ გადადებ.
ბიზნესი: დროა, უფრო თამამი ნაბიჯები გადადგა, რისკიც საჭიროა.
სიყვარული: ახალმა ნაცნობობამ შეიძლება საინტერესო გაგრძელება მიიღოს.
კარიერა: უფროსობას შენი იდეები მოეწონება – გამოიყენე ეს შანსი.
სამსახური: ნუ ეცდები ყველას დახმარებას, საკუთარ თავზეც იზრუნე.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: რაღაც საიდუმლოება გაირკვევა – მზად იყავი რეაქციისთვის.
ოჯახი: შენი ახლობლები შენგან მეტ გულწრფელობას ელოდებიან.
ბიზნესი: სარისკო გარიგებებს მოერიდე – ახლა შენს ფინანსებს მეტი სტაბილურობა სჭირდება.
სიყვარული: შენი ქმედებები ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე შენი სიტყვები.
კარიერა: წინსვლა მოსალოდნელია, მაგრამ ჯერ რამდენიმე ბარიერი უნდა გადალახო.
სამსახური: შენს პროფესიონალიზმს იწყებენ პატივისცემით აღიარებას – ეს კარგი ნიშანია.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გეგმავდი, მაგრამ ეს ცუდს არ ნიშნავს.
ოჯახი: შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ოჯახური ატმოსფერო.
ბიზნესი: ფული შეიძლება მოულოდნელად მოვიდეს – მაგრამ ფრთხილად იყავი, როგორ გამოიყენებ.
სიყვარული: რაღაც საინტერესო გელოდება, მაგრამ შენც უნდა მოინდომო.
კარიერა: შენი იდეები დაფასდება, უბრალოდ, მოთმინება გმართებს.
სამსახური: უფროსობა შენს შრომას ამჩნევს – ეს უკვე კარგია.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღის მოვლენები: ბევრი რამ შენს კონტროლს გასცდება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება.
ოჯახი: ძველი უთანხმოებები ისევ წამოიწევს – ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარო.
ბიზნესი: დროა, შენს გეგმებში სერიოზული ცვლილებები შეიტანო, ბაზარი შეიცვალა.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი ინიციატივა გამოიჩინე – სხვაგვარად არაფერი შეიცვლება.
კარიერა: შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის ეს დღე კარგი არ არის, მაგრამ მომზადება მაინც დაიწყე.
სამსახური: შენს მოთმინებას გამოსაცდელი დრო ელის – სიმშვიდე შეინარჩუნე.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი შეხვედრები შესაძლოა ბევრ რამეს შეცვლიდეს.
ოჯახი: ოჯახის წევრები შენგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან – არ დააყოვნო.
ბიზნესი: გაბედე და ისეთი ნაბიჯი გადადგი, რასაც დიდი ხანია უფრთხოდი.
სიყვარული: ურთიერთობაში მოულოდნელი სიურპრიზები გელოდება, ზოგიერთი სასიამოვნო, ზოგი – არა.
კარიერა: დღეს რაღაც ახალს ისწავლი, რაც მომავალში გამოგადგება.
სამსახური: არ ჩაერიო კონფლიქტებში – ეს შენს სასარგებლოდ არ იმუშავებს.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღის მოვლენები: დღევანდელი დღე რაღაც ძველის დასრულებას და ახლის დაწყებას ნიშნავს.
ოჯახი: ახლობლებთან მეტი დრო გაატარე – ისინი შენს გვერდით დგომას საჭიროებენ.
ბიზნესი: მოემზადე ფინანსური სიურპრიზებისთვის – ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
სიყვარული: თუ ურთიერთობა გაღიზიანებს, დაფიქრდი, ღირს კი მისი გაგრძელება?
კარიერა: შენი შრომა დაფასდება, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა უნდა მოითმინო.
სამსახური: ახალი პროექტები წამოიწევს – ყურადღებით შეარჩიე, რაში ჩაერთვები.

დღე ისეთი იქნება, როგორსაც შენ თვითონ შექმნი – ასე რომ, გაბრაზებას, წუწუნს და ნერვიულობას მოეშვი, იმუშავე, იმოქმედე და შედეგსაც ნახავ.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.