USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 მაისი?
თარიღი:  7366

როგორ დღეს გვპირდება ასტროლოგი 14 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ ეს დღე ისე დაგეგმოთ, რომ ყველა დაპირება შეასრულოთ და ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. სასურველია, რომ სახლში ყოფნის ნაცვლად, ხალხში იტრიალოთ და ახალი ინფორმაცია და დადებითი ემოციები მიიღოთ. თუ გადაწყვეტილებაზე ბევრს ნუ იფიქრებთ, ინტუიცია სწორ გზას გიკარნახებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, უმეტესად დადებითია, ამიტომ ნუ შეეწინააღმდეგებით და შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდებათ. მოერიდეთ გადაღლას, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღებაში ხელს შეგიშლით. ამ დღეს დაწყებული მსუბუქი ფლირტი შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მთელი დღის განმავლობაში ოცნების ღრუბლებში დაფრინავთ, ამიტომ სამუშაო განწყობის შენარჩუნება გიჭირთ. მოერიდეთ საქმეებს, რომლებსაც ყურადღების კონცენტრაცია და ფიქრი სჭირდება. უპირატესობა მიანიჭეთ სამუშაოს, რომელიც შემოქმედებით განწყობას და ფანტაზიას მოითხოვს.

კირჩხიბი  (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ თავს დასვენების და გართობის უფლება მისცეთ, მაგრამ სიფრთხილეს ნუ დაივიწყებთ და მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ. უახლოეს ხანებში ფინანსური სირთულეები გელით, ამიტომ გირჩევთ ფული მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად დახარჯოთ.

ლომი  (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ამ დღეს მეტი კეთილი და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოთ. ბოლო დროს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ნაკლები კონტაქტი გაქვთ, ამიტომ ეცადეთ შეცდომა გამოასწოროთ და ოჯახური წვეულება მოაწყოთ. სახლის დასუფთავება და ძველი, უსარგებლო ნივთების მოცილება ბიოველის გაწმენდაში და დადებითი ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, პირველ რიგში რა უნდა აკეთოთ და შემდეგ რა მიმართულებით იმოძრაოთ. გირჩევთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და დაწყებული საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. ეს როგორც სამუშაოს, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. დღის მეორე ნახევარში არც დასვენება დაივიწყოთ.

სასწორი  (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კოლეგებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - სავარაუდოდ, მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც თქვენი შურს და მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობს. სასურველია, მეტი ახალი ადგილი მოინახულოთ და ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ არც დასვენება დაივიწყოთ.

მორიელი  (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ და სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე გადაიტანოთ და სხვა ადამიანების პრობლემებზე დროს ნუ დაკარგავთ. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყველა რისკის გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლები იაქტიუროთ და დაკარგული ენერგია აღიდგინოთ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს. ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით, გეგმები შეცვალოთ და მკურნალობა დაიწყოთ. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში გარშემომყოფებთან ურთიერთობის გამო დისკომფორტს გრძნობდეთ, რაც გაუგებრობებსა და კონფლიქტებში გამოიხატება. მარტოობაში გატარებული დღე თხის რქებს საშუალებას მისცემს, რომ მნიშვნელოვან საკითხებს გადახედოს და უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა შეადგინოს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მეგობრები თქვენი აზრის ან რჩევის გასაგებად მოგაკითხავენ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება სამომავლოდ გადადოთ - მალე შეიძლება პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალოს და სხვა მიმართულებით მოძრაობა მოგინდეთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობას, თორემ ძალიან ბევრს ინანებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, მენეჯმენტი თქვენი იდეებით ან გეგმებით დაინტერესდეს და ძლიერი მხარდაჭერა მიიღოთ. მოერიდეთ ნათესავებსა და მეგობრებზე ზეწოლას და განსაკუთრებით, კრიტიკული შენიშვნების მიცემას.

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.