USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 14 ივლისი?
თარიღი:  770

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ძალების უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ამის წყალობით ადვილად გაუმკლავდებით საქმეს, რომლის დაწყებაც ადრე გეშინოდათ. ვარსკვლავების მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითქმის ყველაფერში საუკეთესო შედეგი მიიღოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე პრობლემა. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები, რათა შემთხვევით, ვინმე არ შეურაცხყოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ილუზიებისა და ოცნებების დღეა. ბევრი კურო ცდილობს, სასურველი სინამდვილედ წარმოიდგინოს, თუმცა მალე რეალობაში დაბრუნება მოგიწევთ. მოემზადეთ რთული გადაწყვეტილების მისაღებად და ეცადეთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ. თუ შინაური ცხოველის შეძენას გეგმავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს თქვენ წინაშე რამდენიმე შესაძლებლობა გაიხსნება, რომელთაგან თითოეული თავისებურად საინტერესო იქნება. დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში მთელი ყურადღება კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებაზე და სასარგებლო კავშირების განმტკიცებაზე გადაიტანოთ. სადავო საკითხების მოგვარებას დიალოგის გზით შეძლებთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და კვებაში ზომიერება გამოიჩინეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ ეს დღე თვითგანვითარებას და ახალ გატაცებებს დაუთმოთ. ვარსკვლავები ხელოვან ადამიანებს წარმატებას ჰპირდებიან, თუმცა ეცადეთ ყველაფერი თანამოაზრესთან ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად აკეთოთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი ნათესავებისგან სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. შეეცადეთ არ გადაიღალოთ და სტრესული სიტუაციები თავიდან აიცილოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ვერ შეძლებთ, ამიტომ მომდევნო დღეებისთვის უნდა გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხანდაზმულ ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე ეჭვებს უკავშირდება. შეწყვიტეთ თვითგვემა, უკან გადადგმული ნაბიჯი იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. შუადღეს სიამაყის მიზეზი მოგეცემათ - შესაძლოა, ბონუსი, საჩუქარი ან მადლობა მიიღოთ. მზად იყავით სხვისი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის და ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს, იმედი არ გაუცრუოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ვარსკვლავების დახმარებით ისეთ სიმაღლეებს დაიპყრობთ, როგორზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. გირჩევთ, რისკები და შესაძლებლობები შეაფასოთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ. იუმორის გრძნობა სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. საღამოს დიდი ფინანსური ხარჯები გელით, რომელთა თავიდან აცილებას დიდხანს ცდილობდით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პასიური დღეა, ამიტომ თქვენი აქტიურობა ნებისმიერ საქმეში უადგილოა. ერიდეთ გრძელვადიანი გეგმები დასახვას და დაპირებების გაცემას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები, რომ არავინ შეურაცხყოთ. ეცადეთ, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ზოგი მშვილდოსანი შრომისმოყვარეობისთვის ჯილდოს მიიღებს, ზოგი კი სიზარმაცისთვის - საყვედურს. ამ საკუთარი თავისა და გარემოცვისგან გაქცევის სურვილი გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე საღი აზრი, ამიტომ ბევრი სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზეც კი იფიქრებს. ნუ აჩქარდებით. გადაწყვეტილებების მიღებამდე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები რამდენჯერმე უნდა აწონ-დაწონოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მშვენიერი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. თუ შესაძლებელია, გირჩევთ შვებულება დაგეგმოთ და შორეულ მოგზაურობაში გაემგზავროთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომლის თავიდან აცილებას დიდი ხანია, ცდილობთ. თქვენი ენერგიული ქმედებები და მიზანდასახულობა წარმატებაში დაგეხმარებათ. უახლოეს დღეებში შეიძლება თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. შუადღის შემდეგ მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ. დღის დატვირთული განრიგი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. მზად იყავით, რომ საოჯახო საქმეები რამდენიმე დღით გადადოთ

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. გირჩევთ, ოჯახურ საკითხებში უფროსი ნათესავების რჩევებს დაეყრდნოთ. ამ დღეს უცხო ადამიანთან ურთიერთობისას დისტანცია უნდა შეინარჩუნოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა განწყობას გააუმჯობესებს და მძიმე აზრებისგან გაგათავისუფლებთ. დროა, სულიერ განცდებზე ფიქრი შეწყვიტოთ და საქმიან აქტიურობაზე გადაერთოთ
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის