USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 13 მარტი?
თარიღი:  2875

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღეს სხვების რჩევები უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მოსალოდნელი რისკები გაითვალისწინეთ. სასურველი შედეგის მისაღებად ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი მნიშვნელოვანია. მოერიდეთ გულწრფელობას, რათა შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გასცეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, მომავალში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. სიბრძნისა და წინდახედულების წყალობით ამ დღის სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. უფრო მეტიც, დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. საშუალება გექნებათ, საჭირო ადამიანები გაიცნოთ და დასახული გეგმები განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა ინფორმაცია სანდრო წყაროებთან გადაამოწმოთ. საღამოს შესაძლოა, პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდეს და უპატარა, მაგრამ დროულად მოსაგვარებელი პრობლემა გაჩნდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება მთავარი ამოცანის შესრულებაზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული პოზიციის გაუმჯობესებისთვის. სასურველია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში ახალი გზები და ალტერნატიული მიდგომები გამოიყენოთ. აქტიურობა და ახალი ინიციატივა საშუალებას მოგცემთ, რომ სამსახურებრივი პოზიცია გაიძლიეროთ და იმაზე მეტი მიიღოთ, ვიდრე ელოდით. ყურადღებით წაიკითხეთ ყველა საბუთი, რომლის ხელმოწერასაც აპირებთ - შესაძლოა, ამას უსიამოვნო სიურპრიზები მოჰყვეს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც კი გიჭირთ, რადგან ამაში თანამოსაუბრის სიჯიუტე გიშლით ხელს. სირთულეების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, დღე განმარტოებით გაატაროთ და მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. ყველაზე მეტად იმ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარებას მოითხოვენ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოულოდნელი სირთულეები გელით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ზოგ სასწორს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ყველანაირად ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოხვდებით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა თქვენი უნარების ან ნიჭის რეკლამირებისთვის გამოიყენოთ. საუბრის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრის განწყობას და საუბრის ქვეტექსტს და, რაც მთავარია, ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ახალ ნაცნობებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი მომავალი პროექტი და ფინანსური მხარდაჭერა ამაზეა დამოკიდებული. პრობლემები მათი გაჩენისთანავე უნდა მოაგვაროთ, რადგან მომავალში ვითარება უფრო გართულდება. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და მთელი ყურადღება პირადი საქმეების მოგვარებისკენ გადაიტანოთ. გასული დღეების დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. საღამოს სპორტდარბაზში ვარჯიში ან ცხელი აბაზანა დაღლილობის და ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აზრები მკაფიოდ და ნათლად გამოხატეთ. საქმის კეთების დროს ნუ აჩქარდებით, რათა მძიმე შეცდომა არ დაუშვათ და მთელი შრომა წყალში არ ჩაყაროთ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, რომ თქვენი გეგმები, მოლოდინები ან ეჭვები საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ. მისი რჩევა და მხარდაჭერა თავდაჯერებასა და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ანალიტიკა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.