რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ამ დღეს ნათესავებთან, პარტნიორებთან ან სამართალდამცველებთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ფხიზლად და ობიექტურად შეაფასოთ. ფიქრობთ, რომ უცოდველი და შეუმცდარი ხართ? ეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომაა. ალერგიამ თუ შეგაწუხათ, ახალ ექიმს ნუ მიმართავთ, ისევ იმას გაესინჯეთ, ვინც ადრე გიმკურნალათ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
თუ ამ დღეს ჯანმრთელობის პრობლემები გაჩნდა, სავარაუდოდ, ეს გენეტიკურ ფაქტორს უკავშირდება. ზოგადი ემოციური ფონი არახელსაყრელია. ფრთხილად იყავით - შურიანი კოლეგა ჭორებს გივრცელებთ და ცდილობს მენეჯმენტი დაგაპირისპიროთ. ეცადეთ სამუშაო დღე სწრაფად დაასრულოთ და თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ამ პერიოდისთვის ცხოვრების აქტიური წესი შესანიშნავი გამოსავალია. ფინანსური ინვესტიცია ყოველთვის ავეჯის ან ტექნიკის შეძენას არ ნიშნავს შეძენას. ფულის დაბანდება ჯანმრთელობასა და სილამაზეშიც შეიძლება. გირჩევთ ხანმოკლე დიეტა დაიწყოთ და სხეული ნარჩენებისა და ტოქსინებისგან გაისუფთაოთ. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ფრთხილად იყავით - სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ გადაღლას უნდა მოერიდოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტებისა და საბუთებთან დაკავშირებული საქმეების დაწყებისგან. დროა, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
თქვენი განსაკუთრებული უნარების წყალობით შეგიძლიათ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ ურთიერთობებისთვის მზად არ ხართ და თქვენთან საერთო ენის პოვნა ძნელია. შესაძლოა დღეს მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგებიც თქვენს მომავალზე აისახება. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს, წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და მიხვდებით, რომ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით არის სავსე.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, თუმცა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის ზუსტად გეტყვით როგორ მოიქცეთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრისთვის.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. პატარა ოჯახური წვეულება მოაწყვეთ, სილამაზის სალონში წადით და ვარცხნილობა შეიცვალეთ, საყვარელი წიგნი გადაიკითხეთ - ყველა ვარიანტი მისაღებია, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და სამსახურეობრივ საქმეებს თავი დააღწიოთ. ეცადეთ საკუთარი და პარტნიორის შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუტინაში დაიხრჩობთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
გახსოვდეთ, რომ ოცნებებსა და რეალურ სამყაროს შორის ზღვარი უნდა გაავლოთ. ეცადეთ ილუზიებმა შეცდომა არ დაგაშვებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ ხელთაა და მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ. დატვირთული დღეა, რომელიც უამრავ საქმეს და საზრუნავს გპირდებათ, მაგრამ ეს ფინანსურ და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ გრძნობების გამოხატვა აკონტროლოთ და პარტნიორს თავი არ მოაბეზროთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური სტრესი საშუალებას არ მოგცემთ, რომ სამსახურში მნიშვნელოვან პრობლემებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ - ისინი მხოლოდ უარყოფით ემოციებს მოგიტანთ. ეცადეთ თქვენი მიზეზით რაიმე კონფლიქტი არ მოხდეს და სამუშაო დღე რაც შეიძლება სწრაფად დაასრულეთ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ბოლო დღეებში ფულის სიმცირის გამო ხანმოკლე სირთულეები გელით, რაც თქვენს სასიცოცხლო ენერგიაზე უარყოფითად აისახება. თავი შეიკავეთ საყვარელი ადამიანის უმიზეზო კრიტიკისგან, რაც ურთიერთობის გაფუჭების გარდა არაფერს მოგიტანთ. დაიმახსოვრეთ - ახლა უარყოფითი ემოციები არ გჭირდებათ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულის ცხოვრებაში რთული ეტაპი იწყება - თქვენს გზაზე გამუდმებით დაბრკოლებები ჩნდება, მაგრამ მათ მარტივად გადალახავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აგრესია თავიდან აიცილოთ. ბოლო დროს თქვენი სოციალური წრე ახალი, საინტერესო ადამიანებით შეივსება. სიახლე ადამიანებს ხშირად აშინებს და დღეს სწორედ ამ გრძნობის განცდა მოგიწევთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.