USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 თებერვალი?
 543

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს მოვლენები მოულოდნელი სიურპრიზებით იქნება სავსე. ზოგჯერ იფიქრებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ მერე ვინმეს უცნაური იდეა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. ოჯახში მშვიდადაა, მაგრამ თავი უნდა შეიკავო ზედმეტი რჩევებისგან – ზოგი ახლობელი ამას ძალიან პირადად მიიღებს. ბიზნესი უფრო გეგმაზე ფოკუსირებას მოითხოვს. მოულოდნელი ხარჯების მზადყოფნაში ყოფნა არ გაწყენდა.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ენერგიით სავსე დღეა, მაგრამ ეს ენერგია სწორად უნდა მიმართო, თორემ უბრალოდ გადაიწვები. ოჯახში მცირე უთანხმოებები მოსალოდნელია, მაგრამ თუ ნაკლებად დაიჯერებ შენს სიდიადეს, ყველაფერი დალაგდება. ბიზნესში მოსალოდნელია სარგებელი წარსული შრომისგან – შეიძლება ვიღაც ძველი ვალი მოგიტანოს ან თანამშრომლობის საინტერესო წინადადება მიიღო.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღეს შენი კომუნიკაციის უნარები გადამწყვეტი იქნება. შესაძლოა, მარტივი საუბარი დიდ შესაძლებლობად გადაიქცეს. ოჯახში ვინმეს შენი მხარდაჭერა დასჭირდება, მაგრამ ზედმეტი დარიგებები ჯობია არ მისცე – უბრალოდ მოუსმინე. ბიზნესი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. შეიძლება გამოჩნდეს კარგი შანსი, მაგრამ თუ მეტისმეტად გაწელე, სხვები გამოიყენებენ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
სენტიმენტალური დღეა, მაგრამ ბევრი წარსულზე ფიქრი არაფერს შეგცვლის. ოჯახში ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – უბრალოდ, შენი ემოციების მართვა უნდა ისწავლო. ბიზნესში ცოტა არეული სიტუაციაა, შეიძლება ვინმე ცდილობდეს შენს ნერვებზე დაკვრას, მაგრამ მოთმინება უფრო მოგაგებინებს, ვიდრე ბლიცშეტევა.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღეს შენი კრეატიულობა გაბრწყინდება! შეიძლება საინტერესო იდეები დაგებადოს, რომლებიც მომავალში გამოგადგება. ოჯახში ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინე – ვიღაცას შენი დრო და თანადგომა სჭირდება. ბიზნესში მოულოდნელი სიახლეებია. შეიძლება ვინმე ახალი პროექტით მოგმართოს, რომელიც სარისკო ჩანს, მაგრამ რეალურად, პერსპექტიული იქნება.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღეს ბევრი დეტალი უნდა მოაწესრიგო, მაგრამ არ იდარდო – ამას შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. ოჯახში ყველაფერი შედარებით მშვიდადაა, მაგრამ ზედმეტი კონტროლი შეიძლება ვინმეს ნერვებს მოუშალოს. ბიზნესი აქტიურ ფაზაში შედის – ყურადღებით იყავი, რადგან შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს ცოტა უნდა მოეშვა და ზედმეტად არ აიღო ყველაფერი გულთან ახლოს. ოჯახში შესაძლოა, ვინმე შენს ყურადღებას ითხოვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა შენ უნდა მოაგვარო. ბიზნესში მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვა – დროა, მომავალზე იფიქრო და ახალი მიმართულებები მოიძიო.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მძიმე დღე არაა, მაგრამ გაღიზიანება ადვილად შეიძლება დაგეუფლოს. ოჯახში რაღაც ნიუანსებმა შეიძლება გაგაღიზიანოს, მაგრამ ღირს კი ამის გამო ენერგიის ხარჯვა? ბიზნესში დღეს სიფრთხილეა საჭირო – არ იჩქარო ახალი შეთანხმებების მიღება, სანამ დეტალებში ბოლომდე არ გაერკვევი.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღეს იდეებით სავსე ხარ და ეს კარგია, მაგრამ სჯობს, ყველა მათგანი არ გააჟღერო – ზოგჯერ მოქმედება სიტყვებზე უფრო მეტს ნიშნავს. ოჯახში რაღაც კარგი სიახლე გელოდება, შესაძლოა, ვიღაცას განსაკუთრებული გეგმები ჰქონდეს. ბიზნესში უნდა იფიქრო ინოვაციებზე – რაღაც ახალი იდეა შეიძლება ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდეს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მუშაობა, მუშაობა და ისევ მუშაობა – ეს არის დღევანდელი დღის მთავარი თემა. ოჯახში ვინმეს შენთან საუბარი უნდა, მაგრამ შეიძლება, შენი დატვირთულობის გამო ვერ გაიგონო მისი ნამდვილი სათქმელი. ბიზნესი სტაბილურად მიდის, მაგრამ ახალი პარტნიორობის შესაძლებლობაა ჰორიზონტზე.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღეს ცოტათი მეტი მოქნილობა გჭირდება, რადგან რაღაცები შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდი. ოჯახში გაჩნდება სიტუაცია, სადაც შენი დიპლომატიური უნარები სასარგებლო იქნება. ბიზნესი მოითხოვს მეტი გამბედაობას – დროა, საკუთარი იდეების დაცვა დაიწყო.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს შენი ინტუიცია განსაკუთრებულად ძლიერია – არ უნდა უგულებელყო. ოჯახში შეიძლება, ვიღაც შენგან ემოციურ მხარდაჭერას ელოდოს, ნუ დაიზარებ ყურადღების გამოჩენას. ბიზნესში მოულოდნელი შემოთავაზება შეიძლება მოგივიდეს, რაც პირველ რიგში, კარგად უნდა აწონ-დაწონო.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way