USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 თებერვალი?
თარიღი:  2466

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოემზადეთ რთული და დატვირთული დღისთვის. თქვენ გარშემო გარემო დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნაპერწკალს ელის, რომ აფეთქდეს. გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ცინიკურ კომენტარებს. თუ საღამომდე მშვიდობიანად მიაღწევთ, საფრთხე აღარ გემუქრებათ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეების მიუხედავად, ყველა სადავო საკითხის თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრას შეძლებთ და ოპონენტებს თქვენს სიმართლეში დაარწმუნებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ის, რაც გსურთ და წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმდენად შემცირებულია, რომ მეტი უნდა დაისვენოთ - საქმე არსად გაგექცევათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შესაძლოა, სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ კამათში ჩაბმა და საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწიოთ. ვიღაც თქვენი გეგმების ჩაშლას ეცდება, ამიტომ სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სირთულეები ნუ გაშინებთ - ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა, თუმცა დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული და გამოწვევებით სავსე დღეა. ეცადეთ, მომხდარზე სწრაფი რეაგირება მოახდინოთ და გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და, თუნდაც რთულ სიტუაციაში, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები - სიახლეების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენს სამუშაო მაგიდაზე ბევრი საქმე დაგროვდა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოაგვაროთ, დანარჩენი კი სამომავლოდ დატოვოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დრო ტყუილად რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში იმუშაოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებს და უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. ამ დღეს დაგვიანება არ შეიძლება, რადგან ამას უპატივცემულობად აღიქვამენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად დაიწყოთ და სამუშაო რიტმში ნელ-ნელა ჩაერთოთ. დღის მეორე ნახევარი სტრესული და დატვირთული იქნება. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეგიშალოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გარშემო მყოფები ცდილობენ, მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ. თუ გსურთ, სამუშაო დროულად დაასრულოთ, მარტო იმუშავეთ და კოლეგებთან ნაკლები ისაუბრეთ. ამ დღეს სხვა ადამიანების რჩევა და გამოცდილება არ გამოგადგებათ, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. შეთავაზებებზე ან მოწვევებზე უარს ნუ იტყვით - ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს უსიამოვნებები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გელოდებათ, ამიტომ წინასწარ უნდა მოემზადოთ და საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. რთულ სიტუაციაში კარგი განწყობა დაგეხმარებათ, ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ ხდება. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას არ ეცადოთ და პასუხისმგებლობა კოლეგებს გაუნაწილოთ. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული საღამო ემოციური სტრესისგან გაგათავისუფლებთ. საშუალება გექნებათ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც მნიშვნელოვან გამოცდილებას გაგიზიარებენ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, საკუთარ შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და გადაწყვეტილებები ინტუიციურად მიიღოთ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასეთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული და ყოველმხრივ დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება სრულიად მარტოს მოგიწევთ. ეცადეთ, თანამოსაუბრეების განწყობა და მოტივაცია გამოიცნოთ. ეს პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. რთული პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ, თორემ შეიძლება, პრობლემა ერთიორად გაიზარდოს.

 

 
თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.