რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მარტისთვის:
ვერძი
შეგიძლიათ, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების დახმარების იმედი გქონდეთ. ოპონენტებიც კი, ვინც თქვენს გეგმებს ყოველთვის ეჭვით უყურებდა, თქვენი მხარდამჭერები გახდებიან. ეცადეთ, ყველა გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ - დღეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
კურო
დროა, მენეჯმენტს ხელფასის მომატებასა თუ პრემიებთან დაკავშირებული პირობა შეახსენოთ. ახალ ადამიანებთან შეხვედრა და კავშირების დამყარება წარმატებულ მუშაობაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ზედმეტად მოგებიან შეთავაზებებს ფრთხილად მოეკიდოთ.
ტყუპები
სამუშაო განწყობა დაწყებული საქმეების დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ, შესაძლებელია გარისკვაც მოგიწიოთ. მოერიდეთ ემოციური, დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეიძლება ძალიან ინანოთ. იფიქრეთ მოსალოდნელ დანაკარგებზე. ახლობელი ადამიანების რჩევები შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დროა. სწრაფი და რისკიანი მოქმედების ნუ შეგეშინდებათ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. დღის მეორე ნახევარში ენერგია იკლებს და მშვიდად დასვენების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ დღეს ყველაზე მეტად ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგამშვიდებთ.
ლომი
ამ დღეს უამრავ უცნობ ადამიანთან შეხვედრა და ურთიერთობა მოგიწევთ. ეს შეიძლება ძალიან დამღლელი აღმოჩნდეს - გეჩვენებათ, რომ მთელ დროს უსარგებლო საუბრებზე ხარჯავთ. იფიქრეთ თქვენს პირდაპირ მოვალეობებზე და შეეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ.
ქალწული
ნუ ეცდებით, მოვლენები აკონტროლოთ, რადგან შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმეთ. უმჯობესია ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და უმნიშვნელო თემებზე დრო არ დაკარგოთ. ეცადეთ, საღამოსთვის ძალები დაზოგოთ.
სასწორი
დიდი ხანია დადგა დრო, რომ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ. თანაც, მზად ხართ, რომ ამისთვის ბევრი იმუშაოთ და დამატებითი ვალდებულებები აიღოთ. ნუ დათანხმდებით სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებს - არსებობს საფრთხე, რომ ფული დაკარგოთ.
მორიელი
ახლობელმა ადამიანმა შეიძლება კარგი იდეა მოგაწოდოთ, მაგრამ იდეის განხორციელება მთლიანად თქვენს სურვილსა თუ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა შედეგების შეჯამებისთვის, მიზნების და მათი განხორციელების გზების კორექტირებისთვის. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ - ვალის დაბრუნების დროა.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, თქვენს დღევანდელ გეგმებს ასრულება არ უწერია - მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. სასურველია, ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ და საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ. გირჩევთ, ახალი საქმეების ან პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადოთ.
თხის რქა
შეუპოვრობა და მონდომება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და თაროზე შემოდებული საქმეები დროულად დაასრულოთ. კარგი დღეა დიდი შესყიდვებისთვის, თუმცა ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ.
მერწყული
ძველი გამოცდილება ახალი, სერიოზული პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ემოციები დაიცხროთ და მტკივნეული საკითხები პრაგმატული და რეალისტური მიდგომით მოაგვაროთ. შესაძლოა, ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
თევზები
შესაფერისი დღეა გეგმებისა და მეთოდების კორექტირებისა და ახალი მოკავშირეების პოვნისთვის. თუ მოულოდნელად გაჩენილი შანსით ისარგებლებთ, შეიძლება დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერა და მცირე რისკი წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.