USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 მარტი?
дата:  1353

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს საკუთარი გამოცდილებით იხელმძღვანელოთ, თუმცა ამ დღეს კოლექტიური აქტივობები უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური - მხარდაჭერასაც მიიღებთ და აზრების გაცვლასაც შეძლებთ. ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დამატებითი ვალდებულებები სრული დატვირთვით მუშაობაში ხელს გიშლით. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობები კოლეგებს ან მეგობრებს გაუნაწილოთ - ისინი იმედს არ გაგიცრუებენ. დაუფიქრებელმა მოქმედებებმა და დიპლომატიის ნაკლებობამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს საყოველთაოდ მიღებული წესები არ უნდა დაარღვიოთ და საკუთარ პირობას არ უნდა უღალატოთ. ნუ გარისკავთ, ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით და ძველი გამოცდილება გაითვალისწინოთ. კარგად გააზრებული და აუჩქარებელი მოქმედება შეცდომებისგან დაგიცავთ და დაგეგმილ საქმეს დროულად დაასრულებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ენერგიით სავსე ხართ, რაც საკუთარი მოვალეობების წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ. დროა, დიდი ხნის წინ თაროებზე შემოდებული საქმე მდაასრულოთ. სირთულეების მიუხედავად, საკუთარ გეგმებზე უარს ნუ იტყვით და ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა პრობლემები არ შეგიქმნათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე პრობლემები. თუ ბოლო დროს თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ურთიერთობები გაცივდა, ამ კავშირის გადასარჩენად რაღაც უნდა იღონოთ - რომანტიკული პაემანი ან მცირე სიურპრიზი მოუწყვეთ. შეამცირეთ მენეჯმენტთან კონტაქტი, რათა უსაფუძვლო კრიტიკა ან უსამართლო შენიშვნები თავიდან აიცილოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე მრავალმხრივი ტენდენციებით დაგამახსოვრდებათ. საღამომდე სხვადასხვა წვრილმანი პრობლემის გადაჭრა და სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერს დროულად მოასწრებთ. თავი შეიკავეთ ახალი ადამიანების გაცნობის ან პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ და ნებისმიერ საქმეში ზომიერება შეინარჩუნოთ. ეს მუშაობასა და პირად ცხოვრებაში დაგეხმარებათ და უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის წევრების და მეგობრების რჩევებს - უახლოეს ხანში ისინი ძალიან გამოგადგებათ. გახსოვდეთ - ბედნიერება სიმარტივეშია.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გამორიცხული არ არის, რომ უცნობი, ძალიან რთული სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ყველა წესი დაიცავით და სირთულეების ნუ შეგეშინდებათ. ახლობლებისა და კოლეგების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს და განიხილეთ პროექტები, სადაც წარმატების დიდი შანსი გაქვთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შესაძლებელია პრაქტიკული რჩევები მოისმინოთ და წარმატებული სამოქმედო გეგმის შედგენა შეძლოთ. უჩვეულო და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ნუ შეგეშინდებათ - თუ სწორად იმოქმედებთ, შეგიძლიათ ისინი თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი ამ დღეს გაცილებით მაღალია.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაღალ დონეზეა. ეს დაგეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში შეცდომები დაინახოთ და საკუთარი მიზნისკენ სწორი გზა აირჩიოთ. ამ დღეს სხვების რჩევები არაფერში გამოგადგებათ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა ენდოთ. მოერიდეთ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას და პრეტენზიებს, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი შეიკავოთ ბუზღუნა და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობისგან. გახსოვდეთ, თქვენი თავგანწირვა არავის სჭირდება, ამიტომ პირველ ადგილზე საკუთარი სურვილები და მისწრაფებები უნდა დააყენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, ნუ დანებდებით და მეორედ სცადეთ. გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ, თუმცა თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. უპირატესობა მიანიჭეთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას გიმაღლებთ, მოლაპარაკებები და დისკუსიები კი ხვალისთვის გადადეთ.

 

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати