USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 12 დეკემბერი?!
 768

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა ოცნებები აასრულოს. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება და არ არის გამორიცხული, რომ მას ეს გამოუვიდეს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. რთული საქმეები უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ საქმეებში წინსვლას ვერ მიაღწევთ. ნუ გადაიღლებით. ვარსკვლავები ხშირად დასვენებას და განწყობის ამაღლებას გირჩევენ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

იღბლიანი დღეა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სავარაუდოდ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ. საქმე თუ პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ უნდა სცადოთ. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს საკუთარ ოჯახს, განსაკუთრებით კი მის ყველაზე პატარა წევრებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. თუ ხვდებით, რომ სიტუაცია იძაბება, უბრალოდ ოთახიდან გადით და ცოტა ხნით განმარტოვდით. ხვალ ეს პატარა ინციდენტი აღარავის ემახსოვრება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საჭირო და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავების მხარდაჭერა ყველაზე რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მენეჯმენტს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ ესაუბროთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად მიიღოთ, შედეგები და რისკები ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და „თვალს წყალი დაალევინოთ“. ამ დღეს გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. პირად ცხოვრებაში კარგად არის, ბიზნესში კი სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით, ამიტომ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გაგიჭირდებათ. რამდენიმე საქმის ერთად საკეთებლად არც ძალა გეყოფათ და არც მოთმინება, ამიტომ ყველაზე მთავარი აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს, მის საქმეებს და საზრუნავს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სასურველია სიურპრიზი ან რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. შესაძლოა, ამ დღეს მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელიც გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გეტყვით, რა აკეთოთ და რის კეთებას უნდა მოერიდოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და დაუფიქრებლად ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ზედმეტ ხარჯებს უნდა ერიდოთ, ამიტომ თუ აუცილებელი არ არის, საფულეს ნუ გახსნით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ, ამიტომ ფულის მოგროვება ახლავე უნდა დაიწყოთ. გირჩევთ, ოჯახს და მეგობრებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და უახლოესი ადამიანისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გრძნობები პირველ ადგილზეა, ამიტომ ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გულწრფელად ესაუბრეთ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეთ. ეს ნდობის აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს..

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way