USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 11 ნოემბერი?
дата:  3780

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სითამამე გამოიჩინოთ - თუ საჭიროა, გამოელაპარაკეთ და საკუთარი იდეები შესთავაზეთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ გზით ახალი მოკავშირეების პოვნას და სასარგებლო კავშირების დამყარებას შეძლებთ. დღეს მცირე უსიამოვნებები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ, ამიტომ შეგიძლიათ დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში გაერკვეთ და გეგმების განხორციელება დაიწყოთ. იყავით მიზანდასახული და პრობლემების ნუ შეგეშინდებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ, მაგრამ ასე არაა - ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ის ამ დღეს არ გიღალატებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ არახელსაყრელი ვითარებაც კი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. კარგი იქნება, თუ ინტერიერის განახლებაზე იზრუნებთ და სახლისთვის რამე ლამაზ ნივთს შეიძენთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მით უმეტეს, რომ ამ გეგმების მიმართ მეგობრებსაც კი კრიტიკული შენიშვნები გაუჩნდებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს - ამ დღეს ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ. ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომლებიც თქვენს გაღიზიანებს იწვევს, თითქოს ვიღაც ბენზინით სავსე კასრის გვერდით ასანთით თამაშობს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ახლობელი ადამიანები იმედებს გაგიცრუებენ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მოულოდნელმა მოვლენამ ან უსიამოვნო საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენი ქმედებების კონტროლების უფლება არ მისცეთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, როცა ენერგიის დონე მოიმატებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დღის პირველ ნახევარში დაისვენოთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ენერგია გექნებათ და რთული საქმეები, უმჯობესია, ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. ექსპერიმენტებისა და სიახლეების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ დღეს უპირატესობა კარგად გამოცდილ მეთოდებს უნდა მიანიჭოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს გეგმის მიხედვით მოქმედება სრული უაზრობაა, რადგან დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სასურველია, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ. ახლა ყველაზე მეტად ძალების აღდგენა და აქტიური მოქმედებებისთვის მომზადება გჭირდებათ. მარტოხელა მშვილდოსნებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ხანმოკლე იქნება, თუმცა თქვენს გონებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი სურვილები გარშემო მყოფებს შეუთანხმოთ და მოქმედების დაწყებამდე მათგან ნებართვა ითხოვო. დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ და გაერთეთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის ხალისიანი ადამიანები შეარჩიოთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება და დროებით დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შესაძლოა, შეცდომა იქ დაუშვათ, სადაც არ ელოდით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. შესაძლოა, დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც მოახერხებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე დროს და ენერგიას არ დახარჯავთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати