USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 სექტემბერი?
თარიღი:  3041

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს მიზნის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. ხელსაყრელი დროა მემკვიდრეობის, საოჯახო ბიზნესის, წარმოების რეორგანიზაციის და სახლის რემონტის საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება საყვარელი ადამიანების გულისთვის თავისუფლების გაწირვა მოგიწიოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესანიშნავი დღეა ახლო ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მაშინ მოიტანს, როდესაც მხარეებს საერთო პროექტი აერთიანებს. ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სტრესი და ფსიქოლოგიური გადაღლა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ფინანსური სირთულეების დასაძლევად, საბინაო და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად ხანგრძლივი მუშაობა მოგიწევთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და სარისკო გადაწყვეტილებებისთვის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს უნდა იაქტიუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სტრესის დონე გაიზრდება. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით. ყველაზე აქტიური და ენერგიული პირად უსაფრთხოებასთან და შვილების ინტერესებთან დაკავშირებულ სიტუაციებში იქნებით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ფარული პირადი მოტივები გამოძრავებთ. სწორედ ისინი წარმართავენ თქვენს ქმედებებს. არ არის გამორიცხული ოჯახში არეულობა და ქაოსი. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა განცდებისკენ. უძრავ ქონებასთან ან სახლის რემონტთან დაკავშირებულ საკითხებში მეტი აქტიურობისა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გირჩევთ, ლაპარაკიდან საქმეზე გადახვიდეთ და ბევრს მოასწრებთ. ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად იმოქმედოთ და სიტუაციიდან გამომდინარე სწორი გზა აირჩიოთ. მეგობრები ან ახლო ნათესავები თქვენი საუკეთესო დამხმარეები იქნებიან, თუმცა, შესაძლოა, ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.
გირჩევთ, სამსახურში უფროსის მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინოთ.
პირად ცხოვრებაში ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შესანიშნავი დღეა ახალი ინიციატივის გამოჩენისთვის. მით უმეტეს, რომ მინიმალური ძალისხმევით ბევრის მიღწევა შეიძლება. თქვენთვის პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება. შემდეგ საფეხურზე ასასვლელად პასიურობის დაძლევა მოგიწევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად, დრო უნდა გამოძებნოთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. ცოტა ხნით მარტო დარჩენდა და ფსიქოლოგიური განტვირთვა დაგეხმარებათ, ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოთ.
ბიზნესში ნუ ჩაებმებით სარისკო საქმეში, თუ არ გაქვთ ძლიერი მხარდაჭერა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა დიდი ხნით გიფუჭდებათ. შეეგუეთ, რომ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღე გაგრძელდება. ეცადეთ, ცუდი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და ემოციების მართვა მოახერხოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღის მთავარ ამოცანასთან გამკლავება თქვენგან უზარმაზარ ფიზიკურ თუ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი კარიერა ან ოჯახური კეთილდღეობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული. ვიღაცების არაპროგნოზირებადმა ქცევებმა თქვენს საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს. მომსახურებისა და კვების სფეროებში შეიძლება საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ის, რაც სხვებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.