ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ბევრი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა სასურველი შედეგების მიღწევაში ხელს გიშლით. გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და რთული პროექტების დაწყება სხვა დღისთვის გადაიტანოთ. ეს დღე უკვე დაწყებული სამუშაოს დასრულებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის შესაფერისია. ეცადეთ, სადავო საკითხები სანდო ადამიანებთან ერთად განიხილოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ბევრი საქმის ერთდროულად კეთების მცდელობა სასურველი შედეგების მიღწევაში ხელს გიშლით. გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და რთული პროექტების დაწყება სხვა დღისთვის გადაიტანოთ. ეს დღე უკვე დაწყებული სამუშაოს დასრულებისა და შეცდომების გამოსწორებისთვის შესაფერისია. ეცადეთ, სადავო საკითხები სანდო ადამიანებთან ერთად განიხილოთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ეს დღე ყველაზე მეტად შემოქმედებითი საქმიანობისთვისაა შესაფერისი. ეცადეთ საკუთარ მიზნება და სურვილებში გაერკვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 9 ოქტომბერი საყვარელ ადამიანთან ერთად, შინაურ გარემოში გაატაროთ. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი, გყავთ ყურადღება მიაქციეთ - შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ - პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. ეცადეთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ დაწყებული, გაჭიანურებული საქმეები დაასრულოთ. მოქმედების მკაფიო გეგმის შედგენა საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად გავთალოთ და მუშაობის დროს შეცდომები თავიდან აიცილოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც თქვენმა კოლეგებმა ვერ დაძლიეს. თქვენი შრომისმოყვარეობა ნებისმიერ, თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანს აღაფრთოვანებს. ახლა კარგი დროა, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული, უიმედო საქმე დაასრულოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებთ ან საყვარელი ადამიანის მოქმედებებით იმედგაცრუებული ხართ, გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ. დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. როდესაც მომხდარის ნამდვილ მიზეზებს გაიგებთ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოთ. ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის არაფერი უამბოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
თქვენი რჩევა ახლობელს პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. სასურველია, რომ ადამიანებს გამოცდილება გაუზიაროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ. შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია საშუალებას მოგცემთ, რომ უინტერესო საქმეს უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ. მაცდური ფინანსური შეთავაზება შეიძლება ძალიან სარისკო აღმოჩნდეს.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ეცადეთ, საკუთარი სიტყვები, მოქმედებები და ემოციები აკონტროლოთ და მცირე წარუმატებლობის გამო ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. აქტიური ვარჯიში ან ფიზიკური მუშაობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ და სამომავლო გეგმები მასთან ერთად განიხილეთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
მოულოდნელი სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რომელსაც დღეს გაიგებთ - ვიღაც, თქვენს მოტყუებას ცდილობს. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ და ურთიერთობის გამწვავებას კომპრომისი არჩიოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. მშვენიერი დღეა ნაყოფიერი მუშაობისა და რთული პრობლემების გადასაჭრელად. რომანტიკული პაემანი კი უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
შესაძლოა, პარტნიორმა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, გულწრფელად ესაუბროთ და მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს კოლეგებთან შეჯიბრების და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი გაგიჩნდეთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.