USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 ნოემბერი?
Date:  3499

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საშინაო საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ - ჰკითხეთ, რა აწუხებთ და დახმარებასაც დაჰპირდით. თუ თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა, თამამად შეგიძლიათ, მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომლისგანაც გრძნობთ, რომ თქვენი შურს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ძველი მეგობრები ან ყოფილი კოლეგები შეიძლება მომავალ საქმეებში დაგჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ, პერიოდულად დაუკავშირდით და აქტუალური თემები განიხილეთ. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გპირდებიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში არის ისეთი საქმე, რომელიც რამდენჯერმე არ გამოგივიდათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ და კიდევ სცადეთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ ამომწურავი პასუხის მიღება გსურთ, კითხვა სწორად და გასაგებად უნდა დასვათ. გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ. 10 ნოემბერს ნებისმიერი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, სასარგებლო ინფორმაცია ან ნანატრი სიახლეები გაიგოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღეს უმჯობესია, გუნდურად იმუშაოთ - კოლეგების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ შესაძლებელია, შრომატევადი და რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ უნდა გადადოთ. ეს დღე მგზავრობისა და მოგზაურობისთვისაც არახელსაყრელია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან ირონიული შენიშვნით შეიძლება თანამოსაუბრე ძალიან შეურაცხყოთ. ამის გამო თავადაც გული დაგწყდებათ, ამიტომ ეცადეთ, დღეს საკუთარი სიტყვები მაქსიმალურად აკონტროლოთ. გირჩევთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შეიძლება, რაღაც სიახლე შეიტყოთ, რაც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ რთული დღისთვის, რადგან ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. კარგი იქნება, ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, თავდაპირველი გეგმა არ უნდა შეცვალოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, წინააღმდეგობას დაძლევთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით - ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი თანამოაზრეები შეიძინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იქნება. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ პერიოდში მოგზაურობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და ნათელ ემოციებს გპირდებათ. სხვა ადამიანების განწყობას ძალიან ადვილად ხვდებით და მათი აზრების ამოცნობას ახერხებთ. ნუ აჰყვებით ცდუნებას და ეცდებით ადამიანებით მანიპულირებას, თორემ კარგ ურთიერთობას გააფუჭებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ეცადეთ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way