♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ბევრი საქმეა, ცოტა დრო. ენერგია გაქვს, მაგრამ გაფანტული.
ოჯახი: ცოტა გაღიზიანებული ხარ და ეს ოჯახშიც აისახება. თუ არ გინდა სკანდალი, ენას კბილი დააჭირე.
ბიზნესი: წინსვლა ნელია, მაგრამ სტაბილური. არ ღირს გაბრაზება, მოთმინება გჭირდება.
სიყვარული: სასიყვარულო საქმეებში შეიძლება გაურკვევლობა გაჩნდეს. თუ ვინმესთან კონტაქტი გაფუჭდა, ჯობია ახლა არ გაარკვიო.
კარიერა: თანამშრომლებთან დიპლომატია დაგჭირდება, თორემ კონფლიქტი გარანტირებულია.
სამსახური: სიფრთხილე გმართებს, უფროსობასთან ზედმეტი ინიციატივა დღეს არ ღირს.
♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: რაღაც გეგმა არ გამოდის და ნერვიულობ. მაგრამ დიდ სურათს რომ შეხედო, ასე ტრაგიკული არ არის.
ოჯახი: ოჯახის წევრები შენგან დახმარებას ელოდებიან, მაგრამ არ ღირს საკუთარი თავის გადატვირთვა.
ბიზნესი: ფინანსური რისკი თავიდან აირიდე, უმჯობესია გეგმებზე იმუშაო.
სიყვარული: შეიძლება შენს პარტნიორს რაღაც გაღიზიანებს, მაგრამ სჯობს არ ჩაერიო – თვითონ მიხედავს.
კარიერა: გონიერი ნაბიჯები უნდა გადადგა, ზედმეტ დეტალებში ნუ ჩაიძირები.
სამსახური: კოლეგები შენს მხარდაჭერას საჭიროებენ, თუმცა ყველას დახმარება შეუძლებელია.
♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: უამრავი იდეა გაქვს, მაგრამ მოქმედება არ გინდა. ფიქრებით ვერაფერს შეცვლი.
ოჯახი: ახლობლები შენგან მეტ ჩართულობას ელოდებიან, დროა ცოტა მეტი ყურადღება დაუთმო.
ბიზნესი: თუ გინდა რამე შეცვალო, ჯერ არსებული სიტუაცია უნდა გააანალიზო.
სიყვარული: შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრა გქონდეს, მაგრამ სერიოზული არაფერია.
კარიერა: მუშაობას ვერ აიცდენ, მაგრამ თუ კონცენტრირდები, უფრო სწრაფად მოიშორებ.
სამსახური: ზედმეტი ჭორები და ინტრიგები არ შეგერგება, უმჯობესია საქმეზე იყო ორიენტირებული.
♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციები გადაგყავს, მაგრამ ამას შენი საქმე არ აინტერესებს.
ოჯახი: სახლიდან განტვირთვა შეიძლება დაგჭირდეს, ზედმეტი დაძაბულობა გაქვს.
ბიზნესი: ფული სწრაფად არ მოვა, მაგრამ რაღაც კარგი იდეა გიტრიალებს თავში.
სიყვარული: თუ მარტო ხარ, დიდ ცვლილებებს დღეს ნუ ელოდები.
კარიერა: საქმეების რაოდენობა არ გაკლებს, მაგრამ თუ კარგად დაგეგმავ, პრობლემებს აირიდებ.
სამსახური: დღეს შენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ თავის ხელში აყვანა მოგიწევს.
♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: ყურადღების ცენტრში ყოფნა გინდა, მაგრამ დღეს შენს გარშემო ხალხი საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული.
ოჯახი: შეიძლება ოჯახის წევრმა შენგან უფრო მეტი ემოციური მხარდაჭერა მოითხოვოს.
ბიზნესი: ახალ პარტნიორებს თუ ეძებ, ჯერ კარგად უნდა გადახარშო ყველა დეტალი.
სიყვარული: ფლირტი მოსალოდნელია, მაგრამ რამდენად სერიოზულია – საკითხავია.
კარიერა: ხელმძღვანელობისგან მეტი ყურადღება გინდა, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის.
სამსახური: თუ გეგმები არ გამოდის, ჯობს ცოტა მოიცადო და სტრატეგია შეცვალო.
♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: ყველაფერი გინდა, მაგრამ დრო არ გყოფნის. პრიორიტეტები უნდა დასახო.
ოჯახი: ოჯახის საქმეები შეიძლება დღეს გაღიზიანებდეს, მაგრამ არ ღირს კონფლიქტში შესვლა.
ბიზნესი: საბუთებში ჩაღრმავება მოგიწევს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს.
სიყვარული: თუ შენს პარტნიორს შენზე პრეტენზიები აქვს, ყურადღებით მოუსმინე.
კარიერა: ზედმეტად ბევრ რამეს აკონტროლებ, მაგრამ დროა დელეგირება ისწავლო.
სამსახური: გაუთვალისწინებელ საკითხებზე უნდა მოემზადო, დეტალებში ჩაიხედე.
♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: რაღაცაზე ნერვიულობ, მაგრამ რეალურად დიდ პრობლემას ვერ ხედავ.
ოჯახი: ჰარმონია გინდა, მაგრამ ყველა შენს ტემპს ვერ მისდევს.
ბიზნესი: ახალი იდეების განხორციელებისთვის ჯერ არ არის საუკეთესო დრო.
სიყვარული: შეიძლება მოულოდნელად ვინმემ ყურადღება მოგაქციოს.
კარიერა: შენს ინიციატივებს შეიძლება არ დაუჭირონ მხარი, მაგრამ არ დანებდე.
სამსახური: დროა მეტი პრაქტიკულობა გამოიჩინო.
♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: რაღაც შიდა დაპირისპირებებს იგრძნობ, სჯობს ნეიტრალური დარჩე.
ოჯახი: ემოციურად დატვირთული დღეა, რაღაც უცნაური დაძაბულობა ტრიალებს.
ბიზნესი: სჯობს დღეს არავითარი ფინანსური რისკი არ გაწიო.
სიყვარული: ზედმეტ ემოციებს თუ არ მოერიდე, კამათი გარდაუვალია.
კარიერა: ვინმეს შეიძლება შენი წარმატება არ მოეწონოს, მაგრამ შენსას მაინც მიაღწევ.
სამსახური: დღეს სჯობს მეტი დაკვირვება გამოიჩინო, ვიდრე მოქმედება.
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: გაწუხებს რუტინა, მაგრამ დროა დასვენება დაიგეგმო.
ოჯახი: შეიძლება დღეს საყვარელ ადამიანთან საუბარმა მოგიტანოს შვება.
ბიზნესი: პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, სჯობს დეტალები გაარკვიო.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან მეტი გულწრფელობაა საჭირო.
კარიერა: დროა ახალი პროექტებზე იფიქრო.
სამსახური: დღეს შენი პრაგმატულობა ბევრს დაეხმარება.
♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: დასვენება გჭირდება, მაგრამ საქმე არ გაძლევს ამის საშუალებას.
ოჯახი: ცოტა მეტი დრო გაატარე ახლობლებთან.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადახედვა არ გაწყენს.
სიყვარული: დროა გადაწყვეტილება მიიღო.
კარიერა: შრომა და მოთმინება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
სამსახური: შეიძლება კოლეგებმა დახმარება გთხოვონ – ნუ დაიზარებ.
♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: იდეებით სავსე ხარ, მაგრამ დროის მენეჯმენტი გაკლია.
ოჯახი: ვიღაცას შენგან მეტი ყურადღება სჭირდება.
ბიზნესი: ინოვაციური იდეების დროა.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა შეიძლება საინტერესო გახდეს.
კარიერა: თავშეკავებული უნდა იყო.
სამსახური: თუ სწორად იმოქმედებ, წარმატებას მიაღწევ.
♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: დღეს ცოტას იოცნებებ, მაგრამ საქმეებიც არ დაგავიწყდეს.
ოჯახი: ემოციური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ბიზნესი: რისკისგან თავი შეიკავე.
სიყვარული: ფრთხილად იყავი, შეიძლება შეცდომა დაუშვა.
კარიერა: მეტად რეალისტურად შეხედე ყველაფერს.
სამსახური: მოთმინება დაგჭირდება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.