რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ეცადეთ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და ახალ პროექტზე მუშაობის დროს მეტი იაქტიუროთ. ეს გარშემო მყოფებში თქვენს ავტორიტეტს და სანდოობას გაზრდის. ნუ დაჰპირდებით, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პირობის შესრულებას შეძლებთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
სავარაუდოდ, ამ დღეს დაგეგმილი საქმეების დასრულება და საკუთარი ვალდებულებების შესრულება გაგიჭირდებათ. მიმზიდველობა და შესანიშნავი პიროვნული თვისებები საჭირო ადამიანების გაცნობასა და საინტერესო შეთავაზებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ - ინტუიცია ყველაზე სწორ გზას გიკარნახებთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
დილიდან ღრუბლებში დაფრინავთ და ოცნებების კოშკებს აგებთ. ამის გამო შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩეს. ამ დღეს წარმატებას იმ საქმეში მიაღწევთ, რომელიც ფანტაზიას და კრეატიულობას საჭიროებს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ბინა მოაწესრიგოთ და სასურველი სტუმრების მოსვლას დაელოდოთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ საქმის საბოლოო შედეგი წარმოიდგინოთ. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დიდი, კომპლექსური პროექტების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს - ჯერჯერობით ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. ხელსაყრელი დღეა მომავალი თვის დაგეგმვისა და არჩევანის გაკეთებისთვის.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თქვენი გეგმებიდან სარისკო და საფრთხის შემცველი საქმიანობა მთლიანად უნდა გამორიცხოთ. ვითარება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოგიწიოთ. ნაკლები იაქტიურეთ - ახალი საქმის დაწყებას ძველის დასრულება სჯობს.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ პრობლემებისა და დაბრკოლებებისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოიჩინოთ და არაკეთილსინდისიერი ადამიანები გზიდან ჩამოიცილოთ. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
თქვენი რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარება და ცხოვრებას გაულამაზებს. თუ დახმარება თავად გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ - ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პირად ცხოვრებაში ან ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
რთული და არახელსაყრელი დღეა. შეიძლება იმ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებსაც კარგად იცნობთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ და ახლა მსუბუქი, რუტინული სამუშაო აკეთეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, რათა საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
სავარაუდოდ, ამ დღეს ნაყოფიერი მუშაობით ხელმძღვანელების ყურადღებას მიიქცევთ და კარიერულ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა გამოიყენოთ და სარისკო შეთავაზებებს დათანხმდეთ. სახლის დალაგება და საქმიანი ქაღალდების მოწესრიგება დამშვიდებაში და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისა და განახლებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურთ და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. პარტნიორთან ურთიერთობებში შეიძლება სერიოზული პრობლემები და გაუგებრობები შეიქმნას. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია კომპრომისული გადაწყვეტილებით განმუხტოთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
მოერიდეთ მოსაწყენ ადამიანებს, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თანამოაზრეები ეძებოთ, რომლებიც რაღაც ახალს და საინტერესოს გასწავლიან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე და დაავადების პრევენციაზე იზრუნოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ამ დღეს პროდუქტიული მუშაობისა და პოზიტიური აზროვნებისთვის უნდა განეწყოთ. ეს არაკეთილმოსურნე ადამიანებთან და მათ მიერ შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. გირჩევთ პირად ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირები შეინარჩუნოთ.