რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი მარტისთვის:
ვერძი
შესანიშნავი დღეა დისკუსიებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ ძალიან ეცდებით, შეგიძლიათ ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების პოვნა და საკუთარ სიმართლეში ოპონენტების დარწმუნება. განსაკუთრებული პიროვნული თვისებების წყალობით შეგიძლიათ მშვიდობისმყოფელის როლი მოირგოთ და კონფლიქტური სიტუაციები მოაგვაროთ.
კურო
შეეცადეთ, რაღაც ახალი და უჩვეულო იდეა განახორციელოთ. გაიხსენეთ ბოლო დროს რაზე ოცნებობდით. ამ დღეს განსაკუთრებულად ორგანიზებული და ყურადღებიანი ხართ, ამიტომ შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ. გამოცდილება, რომელსაც დღეს შეიძენთ, უახლოეს მომავალში გამოგადგებათ. გირჩევთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
ტყუპები
რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრი რთული და ჩახლართული საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც იმაზე რთული იქნება, ვიდრე გეგონათ. გარშემო მყოფთა დახმარების იმედი გექნებათ - ისინი საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი და თქვენთვის არ სცალიათ. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ხშირად დაისვენოთ.
კირჩხიბი
თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში ჩაატარეთ. შთაბეჭდილების მოხდენა შინაურულ გარემოში უფრო გაგიადვილდებათ. შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანებთან შერიგების ან ურთიერთობის გასაძლიერებლად. გამორიცხული არ არის, რომ დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ.
ლომი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თქვენთვის ზიანის მოყენებას ან მოტყუებას ცდილობს. ნუ იქნებით ასეთი ეჭვიანი და ნუ ცდილობთ, რომ ბუზისგან სპილო შექმნათ. მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. უახლოეს ხანებში საინტერესო მოვლენები გელით - არ გამოტოვოთ!
ქალწული
ყოველმხრივ ხელსაყრელი და საინტერესო დღეა. უამრავი მოულოდნელი სიახლე და მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრები გელით. სახლში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მტკივნეული პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, თანდათან თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ქალებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სასწორი
დილიდან მცირე უსიამოვნებები გელით, რაც სიმშვიდეს და წონასწორობას გირღვევთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფები თქვენს თვითკონტროლს დააფასებენ. სავარაუდოდ, შემოსავალზე მეტი გასავალი იქნება, ამიტომ ეცადეთ, ფული უფრო მომჭირნედ ხარჯოთ.
მორიელი
უჩვეულოდ მოტივირებული ხართ და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. რთული კითხვები არ გაშინებთ და ახალ გამოწვევებს ენთუზიაზმით ხვდებით. შესაძლოა, ახალი საქმიანი პარტნიორები იპოვოთ, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. სავარაუდოდ, სამსახურებრივი რომანი გელით.
მშვილდოსანი
რთული და ემოციებით სავსე დღეა. თქვენმა პირდაპირობამ შეიძლება ვიღაც გაანაწყენოს, თუმცა საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა და წინდახედულობა გამოიჩინოთ, თორემ კონფლიქტს ვერ აიცილებთ. ფიზიკური აქტივობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
თხის რქა
ამ დღეს თანამოაზრეების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თავდაჯერებას შეგმატებთ და საინტერესო იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. გადაღლა და ნაყროვანება შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
მერწყული
არსებობს შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის მტრობა დაასრულოთ და მშვიდობა დაამყაროთ. თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების სურვილი გარშემო მყოფთა პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს. გირჩევთ, საკუთარ მოქმედებებზე დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რაზე შეგიძლიათ უარის თქმა და რაზე არა.
თევზები
გეგმები არ შეცვალოთ, თუნდაც ამას თქვენგან დაჟინებით ითხოვდნენ. თქვენი სიმტკიცე აუცილებლად დაფასდება და საბოლოოდ მიზანს მიაღწევთ. ხელმძღვანელობას და საქმიან პარტნიორებს სასიამოვნოდ გააოცებთ. გირჩევთ, გარეგნობის ან სტილის ცვლილებაზე იფიქროთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.