USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 1 ივნისი?
дата:  4656

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, ბიზნესაქტივობა შეანელოთ და ბოლოდროინდელი მოვლენები შეისწავლოთ. იფიქრეთ იმაზე, რომელი გადაწყვეტილება იქნება ახლა ყველაზე მოგებიანი და რა ცვლილებები გჭირდებათ შემდგომი განვითარებისთვის. სახლის საფუძვლიანი დასუფთავება თქვენს ცხოვრებაში კონსტრუქციულ ცვლილებებს მოიტანს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ ძველ, კარგად გამოცდილ გზას შედეგამდე ვერ მიჰყავხართ, ეცადეთ წესები დაარღვიოთ და ახალი საშუალება მოძებნოთ. მიმდინარე სამუშაო არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ ღიად და დაუფარავად უამბოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის დაწყება სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მცირე კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდის და კარგი განწყობის შენარჩუნება. მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციას და ეცადეთ, მთელი დღე პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ამ დღეს კამათი და დებატები უშედეგოა - დიდი მცდელობის მიუხედავად, საკუთარი არგუმენტებით თანამოსაუბრის დარწმუნებას ვერ შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ეცადეთ, სამუშაო მთელი დღის განმავლობაში სწორად გაანაწილოთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, დასვენებისთვის დრო უნდა გამონახოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. ადამიანი, რომელზედაც ბევრს ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, ყურადღებას მოგაქცევთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისა და კარიერული წინსვლისთვის. გუნდური მუშაობა საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ რთულ მდგომარეობაში ხართ და დახმარება გჭირდებათ, კოლეგებს ან თანამოაზრეებს უნდა მიმართოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საკუთარი ნიჭი და უნარები არ უნდა დამალოთ. პირიქით, ეცადეთ, საჯაროდ წარმოაჩინოთ, რადგან შეიძლება გავლენიანი ადამიანი დაინტერესდეს და თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. აქტიურობამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. ეცადეთ, მუდმივად ცვალებად გარემოებებს მოერგოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული და დაძაბული დღეა. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამომავლოდ გადაიტანეთ, ახლა კი გირჩევთ, დაკარგული ძალები აღიდგინოთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ და დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოინახულოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ პროფესიული საკითხების მოგვარება და კოლეგებთან ურთიერთობა გიჭირთ. უმნიშვნელო მოვლენაც კი ყურადღებას გიფანტავთ და განწყობაზე გავლენას ახდენს. ეცადეთ, პირქუში აზრები მოიშოროთ და საკუთარი შესაძლებლობების იწამოთ. სანამ ყველა არგუმენტს არ მოისმენთ, დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღეს ბედი საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს მოგცემთ. აქტიური მუშაობა და ენთუზიაზმი პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. თუ ხვდებით, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ძველ მეგობრებს უნდა სთხოვოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დილას დაწყებული მცირე კამათი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია თუ სიახლე თქვენს ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ მუდმივად მოვლენების ცენტრში უნდა იყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ - ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, უახლოეს ადამიანებთან ერთად ქალაქიდან გახვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც ინტრიგაში ჩაგითრიონ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати