USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო ამოქმედდა
თარიღი:  633
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო დაათვალიერა.
 
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა ფერმერმა გიორგი ჯვარიძემ, მცირე საწარმოს მოსაწყობად, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით ისარგებლა; პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსება 38,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 10,000 ლარია.
 
 „სახელმწიფოსთვის მესაქონლეობისა და რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, არაერთ მხარდამჭერ პროექტს ვახორციელებთ. შეღავათიანი აგროკრედიტით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, წელს, დაახლოებით, ხუთასამდე ბენეფიციარს დავუფინანსებთ პირველადი წარმოებას. აღნიშნული მიმართულებით მხარდაჭერას აქტიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
 როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ საწარმოში ყველის გადამუშავება ტრადიციული მეთოდით ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, რეგიონში წარმოების ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
 
გიორგი ჯვარიძის განცხადებით, ტენილი ყველის წარმოება რთული პროცესია; სახელმწიფოს ხელშეწყობით კი, მან შეძლო ისეთი საწარმოს მოწყობა, რომელიც ტენილი ყველის ტრადიციული მეთოდით მომზადებას სჭირდება. ფერმერი დღიურად 20 კილო ყველს აწარმოებს და მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
 
 რძის გადამმუშავებელ მცირე საწარმოში, მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 313 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის