აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი არ მოიცავს ახალი ტიპის შეიარაღების სისტემებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.