USD 2.6145
EUR 3.0265
RUB 3.0750
თბილისი
აშშ-ში შესასვლელად, სავალდებულო ხდება ციფრული ისტორიის წარდგენა -სოცქსელები ბოლო 5 წლის განმავლობაში, ელფოსტის ანგარიშები ბოლო 10 წლის განმავლობაში
თარიღი:  994

აშშ აწესებს ახალ ზომებს იმ ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სურთ, კერძოდ, აუცილებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და ბოლო ხუთი წლის სოციალური ქსელების ანგარიშების მონაცემების წარდგენა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

აშშ-ში შესასვლელად, 2026 წლის 8 თებერვლიდან, აღარ არის საკმარისი მხოლოდ ESTA-ს (მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა) გაფორმება. ამიერიდან, ასევე აუცილებელია ბოლო ხუთი წლის სოციალური ქსელების ისტორიის, ყველა ანგარიშისა და ტელეფონის ნომრის, ისევე როგორც ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართების წარდგენა.

გარდა ამისა, აშშ-ის საბაჟო სამსახური ასევე ითხოვს ოჯახის წევრების პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღსა და ადგილს, ასევე მათ მისამართს. ინფორმაციის ამგვარი შეგროვების საფუძველია დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის იანვარში ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულება, სახელწოდებით „ამერიკის შეერთებული შტატების დაცვა უცხოელი ტერორისტებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის არსებული სხვა საფრთხეებისგან“.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის ტურისტებს შესაძლოა უარი ეთქვათ აშშ-ში შესვლაზ

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის