USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი
თარიღი:  699

აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, - ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, - განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

 

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის