USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
აშშ-ში კორონავირუსის 54,639 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - მედიკოსები "საშინელი მეორე ტალღის“ დასაწყისს შიშობენ
თარიღი:  540

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შაბათს აშშ-ში 54,639 ახალი Covid 19-ის შემთხვევა და 618 დამატებითი ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა დაფიქსირდა. 

აღნიშნული ციფრი, კორონავირუსის ქეისების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აშშ-ში, აგვისტოს შემდეგ.

ჯამში, ვირუსის სულ მცირე 7,717,932 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ქვეყანაში კორონაინფექციით, 214,370-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდის გამო, შეერთებულ შტატებში გადაუდებელი დახმარების ექიმები შიშობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს "საშინელი მეორე ტალღის" დასაწყისი.

„ჩვენ ვხედავთ პაციენტების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ჩენს კლინიკებში მოდიან. ისინი საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და ინტენსიურ თერაპიასაც კი“ - განუცხადა CNN- ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა და ბრაუნის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მეგან რენნიმ.

”ჩვენ ყველანი ვშიშობთ, რომ ეს იმ საშინელი მეორე ტალღის დასაწყისია”, - თქვა მან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერიტეტის ინფორმაციით პარასკევს აშშ-ში კორონავირუსის 57420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე დიდი დღიური მონაცემია 14 აგვისტოს შემდეგ, როცა 64601 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის