USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
აშშ-ში დემონსტრანტებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს
თარიღი:  759

 აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქვეყნის   პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის საუკუნოვანი ძეგლი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  CBS News-ი ავრცელებს.

 დემონსტრანტებმა ძეგლს ჯერ „კოლონიზატორი“, „გენოციდის ორგანიზატორი“ და სხვა შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ფრაზები დააწერეს,   აშშ-ის დროშა შემოახვიეს, ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ჩამოადგეს.

 მომხდარი ვანდალური ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის.ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქტიურად აზიანებენ ან აგდებენ   იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ. 11 ივნისს აშშ-ში,  მასაჩუსეტსის   შტატის ქალაქ ბოსტონში  საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დააზიანეს ქრისტეფორე   კოლუმბის ძეგლი. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში   ანტირასისტული დემონსტრაციის მონაწილეებმა მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი ჩამოაგდეს.

 შეგახსენებთ,რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის   პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის   გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს   დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის