აშშ-ს შეუძლია ერთდროულად უპასუხოს გამოწვევებს შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში, სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, შეუძლია აღკვეთოს ამერიკული ძალების ნაწილებად გახლეჩის მცდელობები და ამავე დროს შეინარჩუნოს მოწინააღმდეგისათვის ზღვებთან წვდომის შესაძლებლობის შეზღუდვის უნარი, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ნაწილში.
ამის საილუსტრაციოდ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა დღეს დაიწყეს გლობალური სწავლება LSE 2021 (Large Scale Exercise 2021), რომელიც გაიმართება 17 სასაათო სარტყელში. მანევრებში მონაწილეობას ღებულობს 25000 ჯარისკაცი, ავიამზიდები, წყალქვეშა ნავები, ავიაცია და დრონები.
ეს არის სიგნალი რუსებისათვის და ჩინელებისათვის, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ერთდროულად უპასუხონ აგრესიას რამდენიმე ფრონტზე.
წყარო:https://www.stripes.com/