USD 2.6982
EUR 3.1512
RUB 3.3533
თბილისი
აშშ-ს მთავრობის შათდაუნი გარდაუვალია, ის თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება
თარიღი:  760

აშშ-ის სენატორებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „გარდაუვალია“.

„ვფიქრობ, რომ ეს ახლა გარდაუვალია“, - განაცხადა მან და სენატის უმცირესობი ლიდერი, ჩაკ შუმერი დაადანაშაულა იმაში, რომ „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ შეთავაზებული დაფინანსების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

„ასე რომ, ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ჩაკ შუმერი მთავრობას დახურულს. ეს სახიფათო ნაბიჯია”, - აღნიშნა ჯონსონმა.

ე.წ. „შათდაუნი“ თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის