USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
აშშ-ს ხელისუფლება- ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს
თარიღი:  755

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას შედეგები მოჰყვება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CNN- ს განუცხადა, რომ ”თუ ბატონი ნავალნი დაიღუპება, ამას შედეგებს მოჰყვება” და რუსეთი ”საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს”.

ამასთან, სალივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ბატონი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. კრემლის თავდასხმები ბატონ ნავალნიზე არის არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, მათი ხმა გაიგონ,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ალექსეი ნავალნის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმაც.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზე ბორელი  აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ნავალნისთან ის მედიკოსები, რომელსაც ის ენდობა.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის