USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსი, უილიამ ბერნსი უკრაინის ომთან დაკავშირებით
თარიღი:  

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსმა, უილიამ ბერნსმა ჟურნალ Foreign Affairs-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის ომთან დაკავშირებით საკითხებზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მან აღნიშნა რომ:

2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა ცივი ომისა და 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ დამდგარი მსოფლიო წესრიგი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომზე წინ სახელმწიფოთა შორის მეტოქეობა და კონფრონტაცია დაბრუნდა.
იმ ფონზე, რომ უილიამ ბერნსი რუსეთში აშშ-ს ელჩი იყო, იგი კარგად იცნობს შიდა პოლიტიკურ პროცესებს არა მხოლოდ როგორც დაზვერვის ხელმძღვანელი, არამედ როგორც დიპლომატი. იგი აღნიშნავს, რომ პუტინს ფიქსაცია ჰქონდა უკრაინაზე. მას სჯეროდა რომ რუსეთი ვერასდროს მიაღწევდა დიდებას თუკი კიევსა და უკრაინას არ შეიერთებდა. სწორედ ამიტომ იგი ემზადებოდა უკრაინაზე გალაშქრებისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბერნსი აღნიშნავს, რომ რუსეთი თავისი ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორს ავითარებდა, რაც მინერალური რესურსების გაყიდვისაგან მიღებული თანხის სამხედრო მოდერნიზაციისაკენ მიმართვა გახლდათ. მაგრამ ეს ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა - რუსეთის არმიამ მოდერნიზაცია მხოლოდ ლიმიტირებულად და გარეგნულად განიცადა, მაგრამ რესურსების დიდი ნაწილი კორუფციამ შეჭამა.
 ომამდე პუტინი ამბობდა, რომ მას ნატოს ხილვა 1997 წლის საზღვრებში სურდა. თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ ეს კრემლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, რადგან ნატო არათუ დასუსტდა, არამედ გაძლიერდა, ახალი წევრები მიიღო და ხელახალი სიცოცხლე დაიბრუნა.
საინტერესო ციფრებზე ამახვილებს ყურადღებას სადაზვერვო სამსახურის უფროსი და აღნიშნავს, რომ რუსეთს 315 ათასი სამხედრო ჰყავს მოკლული ან დაჭრილი და ომიდან გამოთიშული. ეს ძალიან სერიოზული ციფრია. ამასთან, ბერნსი აღნიშნავს, რომ პენტაგონისეული 5%-ნი დახმარება უკრაინისათვის არაფერია იმ შედეგებისათვის, რომელსაც უკრაინა დებს - აშშ-ს ერთ-ერთ უმთავრეს მეტოქეს ფიტავს. სწორედ ამიტომ, ბერნსი აღნიშნავს, რომ უკრაინისათვის დახმარება უნდა გაგრძელდეს და გაიზარდოს.
ორი საინტერესო პოლიტიკური ფაქტი აქვს ხაზგასმული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსს: 1. თუ გინდა რომ ეს ომი დასრულდეს და მოლაპარაკებებიც წარმატებული იყოს, უკრაინა დამარცხებულის პოზიციაში არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და ტერიტორიული კონტროლი, რომ რუსეთი იძულებული იყოს დასთანხმდეს მოლაპარაკებებს; 2. ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები აკვირდებიან მოვლენების განვითარებას უკრაინაში. თუკი აშშ-მ და დასავლეთმა, მიუხედავად თავიანთი აღმატებული რესურსებისა, უკრაინას ვერ გაუწია სათანადო დახმარება, მაშინ ამით გათამამებული აგრესიული რეჟიმებისაგან გააქტიურება სრულიად მოსალოდნელი იქნება.

ბერნსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შესაძლო მარცხისა პუტინის რეჟიმის შიგნიდან დამხობის შანსები ნაკლებია.

https://www.foreignaffairs.com/

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის