USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
აშშ-მა უვიზო რეჟიმის პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა შეზღუდა
дата:  

აშშ-მა უვიზო რეჟიმის პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა შეზღუდა. გადაწყვეტილება 2011-2020 წლებში ბუდაპეშტის მიერ გაცემულ ახალი პასპორტების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

უნგრული პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება 2 წლიდან 1 წლამდე შემცირდება და ის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის იქნება ძალაში.

უნგრეთში აშშ-ს ელჩის, დევიდ პრესმანის განცხადებით, ნატურალიზების გამარტივებული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთს ასობით ათასი პასპორტი აქვს გაცემული, და ეს პირადობის შემოწმების მკაცრი მექანიზმების გარეშე მოხდა.

„დიდი ხანია ვეუბნებით ბუდაპეშტს, ყურადღება მიაქციოს პასპორტების უსაფრთხოების სფეროს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა ამ პროგრამას არ ხურავს“, - განაცხადა ელჩმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати