USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს
თარიღი:  880

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი “დაჩქარებულად გაატარებს” ამერიკულ საქონელს თავის საბაჟო პროცედურებზე, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ “შეგვიძლია ზოგიერთი დეტალის მოგვარების დასრულება”.

“ამ შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი აშშ-ის უერთდება იმის მტკიცებაში, რომ ორმხრივობა და სამართლიანობა საერთაშორისო ვაჭრობის არსებითი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპია. შეთანხმება მოიცავს მილიარდობით დოლარის გაზრდილ საბაზრო წვდომას ამერიკული ექსპორტისთვის, განსაკუთრებით აგროკულტურაში, ძალიან ზრდის წვდომას ამერიკული საქონლის ხორცისთვის, ეთანოლისთვისა და თეორიულად ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ”, - განაცხადა ტრამპმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, სავაჭრო შეთანხმების “ზოგიერთი დეტალის მოგვარების დასრულება” შეიძლება, მაგრამ მხარეებმა “მომავლისთვის წარმოუდგენელი პლატფორმა ააშენეს”.

“ამ პრეზიდენტითა და ამ პრემიერ-მინისტრით იმის მიღწევა შევძელით, რის მიღწევასაც ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობდა”, - განაცხადა სტარმერმა და აღნიშნა, რომ ამას “აბსოლუტურად ისტორიული შეგრძნება აქვს”.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის