უკრაინის საზღვართან რუსეთთან დაძაბულობის საპირისპიროდ, აშშ-მ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები შეიძლება გამოგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ამერიკელები ფიქრობენ, რომ სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული მესიჯი იქნება, რომ აშშ მოვლენებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.
ინფორმაციისთვის ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.