USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
თარიღი:  820

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კერძოდ, 5 მარტს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული საგარეო დახმარება გაყინული დარჩეს.

ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ არ დააკონკრეტა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რაც თეთრ სახლს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას აძლევს.

გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლომ 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო 4 წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, საუბარის USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში გაყინა, რათა ხარჯები შეემცირებინა და აღნიშნული ორგანოები მის დღის წესრიგთან თანხვედრაში მოეყვანა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის