USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
აშშ-ის შტატ ტეხასში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
Date:  

აშშ-ში დალასის მახლობლად, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. დაშავდა შვიდი ადამიანი, ისინი საავადმყოფოშია არიან გადაყვანილები. დაშავებულთა შორის არის 5 წლის ბავშვიც.

შეიარაღებული პირი, რომელიც სამართალდამცველების აზრით, მარტო მოქმედებდა, ასევე გარდაცვლილია. მას ერთ-ერთმა ოფიცერმა ესროლა.

ტეხასელმა მეხანძრე ჯონათან ბოიდმა თქვა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი გაგზავნეს საავადმყოფოებში.
„მათგან, ვინც ჩვენ გადავიყვანეთ, ორი გარდაიცვალა. სამი კრიტიკული ოპერაცია უტარდება, ოთხი კი სტაბილურია“, - თქვა ბოიდმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way