USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
თარიღი:  699

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობამ უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცა, რომელსაც მხარი 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

კანონპროექტი თეთრ სახლს გადაეგზავნება, რომელსაც ხელს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.

ბოლო მონაცემებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ამერიკის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას 2022 ფისკალურ წელს „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხო ზომების“ უზრუნველსაყოფად.

თანხების გამოყოფა მოხდება ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ფონდების მეშვეობით.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის