USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ
თარიღი:  837

ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის წვდომის შეზღუდვამ კოვიდ -19-ის პანდემია გააუარესა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ,“- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

„ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ღამურებისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის