USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის ტექსტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭრაზეცაა საუბარი
თარიღი:  849

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

დოკუმენტის სახელწოდებაა „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, რომელსაც კონგრესის ქვედა პალატის 355 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ 78-მა მისცა ხმა. ამ პროექტს შემდეგ სენატმაც უნდა უყაროს კენჭი.

თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საუბარია საქართველოზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს „ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რესურსები მიმართოს, ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში. მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“.

ბიუჯეტის პროექტში ასევე საუბარია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატო-ს წევრობისკენ და თანხმდება, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა $740 მილიარდს აღემატება. ამ თანხიდან $69 მილიარდი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის