USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი - გვჯერა, რომ შეთანხმება, რომელსაც ჩინელ პარტნიორებთან მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ ეროვნული კრიზისის დაძლევაში
თარიღი:  1349
აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი:
„მიხარია გაცნობოთ, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებით პროგრესს მივაღწიეთ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს შვეიცარელ მასპინძელს. შვეიცარიის მთავრობამ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა, რომ ასეთი შესანიშნავი ადგილი დაგვეთმო, რამაც ვფიქრობ, ჩვენს პროდუქტიულობასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დეტალებს ხვალ გამოვაქვეყნებთ, თუმცა გეტყვით, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად შედეგიანი იყო. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ორი ვიცე-მინისტრი, ელჩი ჯემიესონი და მე. ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, ისევე როგორც ელჩი ჯემიესონი – გუშინ ღამით – და პრეზიდენტი სრულად ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. ასე რომ, ხვალ დილით სრული ბრიფინგი ჩატარდება.“
აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელი, ელჩი ჯემიესონ გრირი:
„როგორც ხაზინის მდივანმა აღნიშნა, ეს ორი დღე მეტად კონსტრუქციული იყო. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, თუ რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა – რაც მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა განსხვავებები არც ყოფილიყო ისეთი დიდი, როგორც გვეგონა. თუმცა, ამ ორ დღეს ბევრი მომზადება უძღოდა წინ. უნდა გავიხსენოთ, რატომ ვართ აქ: აშშ-ს $1.2 ტრილიონიანი საგარეო სავაჭრო დეფიციტი აქვს, რის გამოც პრეზიდენტმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და შემოიღო ტარიფები. გვჯერა, რომ შეთანხმება, რომელსაც ჩინელ პარტნიორებთან მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ ეროვნული კრიზისის დაძლევაში.“
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის