USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფართო საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია
თარიღი:  532

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კვლევების მიხედვით, არ დასტურდება, რომ სკოლები კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს

„მას შემდეგ რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ სკოლებმა საზოგადოებაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,“ - აცხადებენ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

ცენტრის მკვლევარები, ამ კონტექსტში, ყურადღებას ამახვილებენ უისკონსინის სოფლის 17 სკოლაში ჩატარებულ ცდებზე, სადაც მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სკოლებში 37%-ით ნაკლები იყო ვიდრე ფართო საზოგადოებაში.

მათ კვლევა პარალელურად სკოლების ირგვლივ საზოგადოებაშიც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ კოვიდ 19-ზე ჩატარებულმა ტესტების 7% -დან 40% -მა დადებითი შედეგები აჩვენა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ასე განიმარტოს : სკოლებში, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოქალაქეზე 3 453-ია, ფართო საზოგადოებაში კი - 54 466.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სკოლების დახურვამ შეიძლება გავლენა იქონიოს აკადემიურ წინსვლასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ინფექციის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ვენტილაცია.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის