არგენტინის პრეზიდენტი, ალბეტრო ფერნანდესი, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით შპუტნიკ 5 — ით აიცრა, ანტიგენზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. სახელმწიფოს მეთაური თვითიზოლაციაში გადავიდა.
მას შემდეგ რაც ტემპერატურა 37.3-მდე ამეწია და თავის ტკივილი ვიგრძენი ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ჩავიტარე, რომლის პასუხი დადებითი იყო— წერს ალბერტო ფერნანდესი ტვიტერის გვერდზე.
პროტოკოლის თანახმად ის თვითიზოლაციაშია, PCR ტესტის პასუხს ელოდება და ექიმის მითითებებს ასრულებს.
როგორც ფერნანდესი წერს ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.