USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
არგენტინამ ახალი პრეზიდენტი აირჩია - ხავიერ მილეი, ზედმეტსახელად "ბენზოხერხი მაქცია"
თარიღი:  982

არგენტინის ახალი პრეზიდენტი ხავიერ მილეი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა მთელს სამხრეთ ამერიკაში. თუმცა მისი შეხედულებები და კავშირები საკმაოდ ბუნდოვანია (ეკონომიკურის გარდა) და ზუსტად რა პოზიციაზე იქნება არავინ იცის.

ლიბერალი და ანტიკომუნისტი ხავიერ მილეი საკუთარ თავს ანარქოკაპიტალისტად მიიჩნევს. წინააღმდეგია რუსეთთან, ჩინეთთან და ბრაზილიასთან პარტნიორული ურთიერთობების. პრინციპულად მიიჩნევს, რომ არგენტინამ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები უნდა დაამყაროს აშშ-სთან.
- იგი ეკონომიკურად უკიდურესად მემარჯვენეა და ლიბერტარიანულ პარტიას ხელმძღვანელობს. მას ძალიან მცირე ზომის მთავრობისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სჯერა.

- მან რომის პაპი მემარცხენე კომუნისტად მოიხსენა, თუმცა თავად კათოლიკეა.

- იგი ღიად უკრაინისა და ისრაელის მხარდამჭერია - საკუთარ ოფისში უკრაინის დროშა გადმოკიდა ხოლო წინასაარჩევნოდ ისრაელის დროშას აფრიალებდა.

- იგი ღიად უპირისპირდება ჩინეთს და ნებისმიერი ჩინური ეკონომიკური ინიციატივის წინააღმდეგია არგენტინაში.

- მას მხარს უჭერს დონალდ ტრამპი და რუსეთის მხარდამჭერი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვივეკ რამასვამი.

როგორც არ უნდა იყოს, მას ზოგი CIA-ის აგენტს, ზოგი კი არაპროგნოზირებად გიჟს უწოდებს, მაგრამ რეალურად თუ ვინ იქნება ეგ ჯერ კიდევ არავინ იცის. რაც მთავარია, აღსანიშნავია ის, რომ მისნაირი, ეკონომიკურად უკიდურესად მემარჯვენე ლიდერი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მის გამარჯვებას იმედიანად შეხვდნენ უკრაინის მხარდამჭერებიცა და დონალდ ტრამპის მომხრეებიც. სამხრეთ ამერიკაში დომინირებული მემარცხენე პოლიტიკის ფონზე, მილეის გამარჯვება სრულიად ცვლის არსებულ დინამიკას.

ხავიერ მილეის სექტემბრის სფიჩიდან ამონარიდი:
"მე არ ვაწარმოებ ბიზნესს არამარტო ჩინეთთან, არამედ არც ერთ კომუნისტთან. მე ვარ თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დამცველი. კომუნისტები და ჩინელები ასეთები არ არიან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე არ არის არც დემოკრატი და არც თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დამცველებში ასევე არ შედის ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა.
ჩვენ გვინდა ვიყოთ კონტინენტის მორალური შუქურა. ჩვენ როგორც სახელმწიფო ხელს არ შევუწყობთ არანაირ ერთობლივ ქმედებებს და თანამშრომლობას არც კომუნისტებთან და არც სოციალისტებთან“.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის