USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
არჩილ თალაკვაძე: არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას და რიგგარეშე არჩევნები ჩვენი და მედიატორის მხრიდან არ განიხილებოდა
თარიღი:  579

ალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ფიგურირებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა ჩვენი და მედიატორის მხრიდან არ განიხილებოდა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მადლობას ვუხდი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რაც დავინახეთ ამ დიალოგის ფარგლებში. მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად. სამწუხაროდ, ამან ხელი შეუშალა ახლა შეთანხმების მიღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა ამ დოკუმენტს, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების მსახურის, მზად ვართ შემოთავაზებული რეფორმები განვახორციელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ფიგურირებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი არ დგას და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა ჩვენი და მედიატორის მხრიდან არ განიხილებოდა. ამას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ დღეს არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის