USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძემ ახსნა თუ რატომ არ არის გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი
თარიღი:  661

 არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებაში კითხვები აღარ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დღეს ნამდვილად ოპოზიციაშია და ის „ქართული ოცნების“ პროექტი არასდროს ყოფილა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარია.

„როდესაც გიორგი გახარია გუნდიდან წავიდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ვერ გამახსენებთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ერთ განცხადებას მაინც, რომელიც ეთიკის, ან წარსული თანამშრომლობის, მეგობრობის თუ თანაგუნდელობის წინააღმდეგ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. თუ ვინმე დიპლომატიური იყო და იცავა თამაშის წესებს, რაც მეგობრობაში და გუნდში არსებობს, პირველ რიგში, ამას „ქართული ოცნება“ აკეთებდა. საზოგადოებას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ვფიქრობ, ძალიან განაპირობებს გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიის შედეგს და საერთოდ პოლიტიკური პროცესის ამ ნაწილს მომავალში, რადგან ამ წესებს ჩვენ ვიცავდით, ის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი იყო, ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენ ერთად გამოვიარეთ ეს წლები. ჩვენი მორალური სტანდარტი და მოვალეობა იყო, არ გაგვეკეთებინა ასეთი განცხადებები და არც გაგვიკეთებია, მაგრამ როდესაც უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ ხალხსაც და ოპოზიციასაც გაუჩნდა ერთი ძალიან სერიოზული შეკითხვა, არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, არის თუ არა ეს ყველაფერი ხელოვნური და ამას სათანადო პასუხები არ გაეცა სათანადო დამაჯერებლობით, ეს ჭორები და შექმნილი აღქმა არ განეიტრალდა, ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ამომწურავი განმარტება და ხალხს აუხსნა, რომ გიორგი გახრაია არ არის „ქართული ოცნებს“ ან ბიძინა ივანიშვილის პროექტი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანია ის, რომ გაიფანტოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვა, რაც გიორგი გახარიას მიერ თანამდებობისა და გუნდის დატოვებას უკავშირდება.

 თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს.

„ რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარიმ, როგორც პრემიერ-მინისტრმა იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდისთვის არ იყო მისაღები, ძალიან რთულ მომენტში დატოვა გუნდი და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სწორედ ამაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ სახელით, მთელი ამ 10 დღის განმავლობაში მას მოუწია აეხსნა ხალხისთვის კიდევ უფრო დეტალურად, რატომ არ არის გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი. დღეს რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარია არის ნამდვილად ოპოზიციაში, მას აქვს ახლად შექმნილი ოპოზიციური პარტია, ძალიან სერიოზულ კონკურენციაშია ოპოზიციურ პარტიებს შორის.ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ მის გარშემო მყოფ ადამიანებს პირველ დღეებში, ვფიქრობ დღეს ცოტა დაკორექტირებულია. სხვა მოცემულობა გვქონდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილსაც კი ეგონა, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ალტერნატიული პროექტი, ჩვენივე დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი და დღევანდლი რეალობა. მთელმა საზოგადოებამ ნათლად გაიგო, რომ რაც მოხდა, მართლაც მოხდა და ის გადაწყვეტილება რაც გიორგი გახარიამ მიიღო, ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელი და გაუგებარი იყო“,-განაცხადა თალაკვაძემ.

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის