USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
არჩილ კაიკაციშვილი - არც თბილისი და არც საქართველო, არ იყიდება!
თარიღი:  1088
რუსული ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში თბილისსა თუ მთელ საქართველოში, ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers სამუშაო სივრცე - ოფისი დაკარგა.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიუხედავად, მესაკუთრემ ქონება გაყიდა და 1-თვიანი ვადა ამოვწურეთ, როდესაც ადგილი უნდა დაგვეცალა. სულ რაღაც 2 დღე გადაგვიცდა შეთანხმებულ ვადას და რუსული ეროვნების ახალმა მესაკუთრე ქართველი ადვოკატის მეშვეობით დამელაპარაკა. ამავე ადვოკატისგან ცნობილი გახდა, რომ ახალი მესაკუთრე სხვა ქართველ ადვოკატსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაჰპირდა, რომ 2000 აშშ დოლარის იურიდიული მომსახურების გადახდის პირობით, ახალგაზრდა ადვოკატების და პირადად ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში დავას დაიწყებდა გამოსახლებაზე. ჩვენ, როგორც კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი ადამიანები, ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ და ახალ მესაკუთრეს ფართი უპრობლემოდ გადავეცით, მაგრამ ვაი, რომ ზუსტად ვიცი იმ კოლეგის ვინაობა, ვინც 2000 აშშ დოლარის გამო, ორგანიზაციის და ჩემს მიმართ ხელის მოთბობას დასთანხმდა. უბრალოდ, კარგია ლუსტრაცია: გუშინ პირადი სოციალური ქსელი სავსე ჰქონდა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით და რუსულ ოკუპაციას გმობდა საქართველოშიც, დღეს 2000 აშშ დოლარი სამშობლოსა და პროფესიულ ღირებულებებზე მეტია. რა სირცხვილია!
სწორედ რუსული ეკონომიკური ექსპანსია ძირს უთხრის საქართველოში საშუალო ფენის განვითარებას და იწვევს ეკონომიკის შეფერხებას. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი ვითარება განუკითხაობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის წინაშე თანმიმდევრულად განვითარებად პროცესს. ხელოვნურად გაზრდილი ფასი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს აძლევთ შესაძლებლობას საკუთრება შეიძინონ ჩვენს ქვეყანაში, რაც ისევ ჩვენი თანამოქალაქეების ხელით, ნებსით თუ უნებლიეთ, იმაზე დიდი საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობისთვის, როგორც „დაკანონებული“ ოკუპაცია. ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატები / Young Barristers ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტის განცხადებაში ვსაუბრობდით (http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1755) და დღეს ვითარება იმაზე რთულადაა, ვიდრე მარტში იყო.
ვიცი, ჩვენი მდგომარეობა აგაღელვეთ, რადგანაც უშედეგო აღმოჩნდა განვლილი 1 თვის განმავლობაშიც, ახალი სამუშაო გარემოს შერჩევა. ჩვენ არც რომელიმე გრანტის ფარგლებში ვარსებობთ და არც რომელიმე საელჩოს თუ ცენტრიდან, მილიონერ-მილიარდერისგან მიღებული დივიდენდებით. ჩვენი შემოსავალი სრულად ღია და გამჭვირვალე, იურიდიული საქმიანობიდან მიღებული, კლიენტის მიერ გადახდილი თანხებია. არსებული დანაზოგიც, რუსული ექსპანსიის პირობებში, არ იძლევა სწრაფი გადაწყვეტების შესაძლებლობას.
დროებით შექმნილი დისკომფორტიც არავითარ შემთხვევაში არ გადამადგმევინებს ნაბიჯს, რომ დახმარება ვითხოვო კონკრეტული ადამიანებისგან, ვისთვისაც, დროის ცალკეულ მონაკვეთებში, მთელი ჩემი პროფესიული შესაძლებლობა მაქვს მიძღვნილი.
ვფიქრობ, ეს შემთხვევაც ჩვენი ისტორიის ნაწილია და შევძლებთ განმკლავებას. არც ერთ საკითხს, წარმოებაში არსებულ საქმეს თუ კლიენტის საუკეთესო ინტერესის დაცვას, შეფერხება არ ექნება. გვექნება სამუშაო ფართში შეხვედრების განხორციელების დროებითი წყვეტა და ამ პრობლემასაც დისტანციური საშუალებებით ჩავანაცვლებთ. მადლობა ჩემს გუნდს ასეთი ერთსულოვნებისა და ერთგულებისთვის!
თუ თქვენ გყავთ კარგი აგენტი, ან შემოთავაზება, გსურთ ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. განვიხილავთ მხოლოდ გირავნობას ან ყიდვას.
უბრალოდ, მსურდა პირადი გამოცდილებით მეთქვა, რომ მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება იმ დროით და იმ მასშტაბით, ვიდრე ჩვენი ცნობიერება არ დაამარცხებს ვაი-პატრიოტიზმს და არ შეგვეძლება სწორი ორიენტირების ერთგულება. სწორედ ასეთ გამოწვევებსა და ასეთ ჟამზე წერდა ნიკო ლორთქიფანიძე: „იყიდება საქართველო“!
არც თბილისი და არც საქართველო, არ იყიდება!
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის