USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის პროექტის ინვესტიცია $53 მლნ-ით გაიზარდა - როდის გაიხსნება კომპლექსი?
Date:  5462

 

წყარო: https://bm.ge

თაბორის მთაზე სასტუმრო Paragraph Tabori-სა და გოლფ კლუბის გახსნა 2023 წლის შემოდგომისთვის იგეგმოდა, თუმცა ვადები დაკორექტირდა და კომპლექსის გახსნა ახლა უკვე 2024 წლისთვის იგეგმება.

აღსანიშნია, რომ პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარების ფონდში უკვე მესამედ მიიღეს. თავდაპირველად კომპლექსი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, გასული წლის ინფორმაციით კი Paragraph Tabori პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მიიღებდა.

როგორც BM.GE-ის საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც პროექტის შემსრულებელია და 2020 წლის დეკემბრიდან „ქართუ ფონდში“ ერთიანდება, დღეს მთელი ყურადღება თავისუფლების მოედანზე არსებული „პარაგრაფ თბილისის“ გახსნაზეა გადატანილი, რომელიც 2023 წლის ზაფხულში უნდა გაიხსნას.

ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა და აპრილის თვის მდგომარეობით, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 139 მლნ დოლარს აჭარბებს. მაშინ როდესაც სასტუმროსა და გოლფ კლუბის კომპლექსის საწყისი ღირებულება 86 მლნ დოლარი იყო, 2022 წელს დაკორექტირებული ფინანსური მაჩვენებლებით კი პროექტის განხორციელებისთვის 128 მლნ დოლარი უნდა ჩადებულიყო. შესაბამისად, პროექტის ღირებულება ჯამურად ამ წლების განმავლობაში 53 მლნ დოლარით გაიზარდა.

„აღნიშნული პროექტი განვითარების ბოლო ეტაპზეა და მისი სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სასტუმროსა და გოლფ კლუბის პროექტი ერთად გაიხსნას და სხვადსხვა ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტები მოიზიდოს“, - აცხადებენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

შეგახსენებთ, რომ თაბორის მთაზე სასტუმროს და გოლფ კლუბის პროექტის შესრულება 2018 წელს დაიწყო. კომპლექსი 402 009 კვ/მ რეკრეაციული ზონას, ლანდშაფტთან შერწყმულ 9-ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნურ ტბას და ჩოგბურთის კორტებს, ასევე 177-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს და რესტორანს მოიცავს.

აღნიშნული პროექტი საბაგირო საშუალებით სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისს“ დაუკავშირდება. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr) უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.



რაც შეეხება ამ ფართომასშტაბიანი პროექტის კიდევ ერთ ნაწილს, რომელიც სოლოლაკში სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრის მოწყობას გულისხმობს, BM.GE-სთვის ცნობილი იყო, რომ $115 მილიონიანი პროექტის კონცეფცია შეიძლებოდა შეცვლილიყო. აქედან გამომდინარე ტურიზმის განვითარების ფონდს ვკითხეთ, რა ცვლილებები შევიდა პროექტში. ფონდში ადასტურებენ, რომ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე პროექტის კონცეფციაში გარკვეული ცვლილებები შედის, თუმცა აცხადებენ, რომ სიახლეებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way