USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ და ავტობუსებს, რომლითაც გემის რუსი მგზავრები გამოიყვანეს, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს
Date:  

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

მომიტინგეებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს ასევე იმ ავტობუსებს, რომლითაც ლაინერის მგზავრები გამოიყვანეს. როგორც ისინი აცხადებენ, რუს ოკუპანტებს არ მისცემენ გადაადგილების საშუალებას.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დროულად დატოვოს.

შეკრებილი მოქალაქეები ლაინერთან მიახლოებასაც ცდილობენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

ამ დროისთვის, ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა კვლავ გადაკეტილია. ადგილზე მოქალაქეები და სამართალდამცავები რჩებიან.

ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" გამთენიისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way