USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ანზორ მელია: რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი
дата:  703

არ უნდა ჩამოსულიყო პრეზიდენტი, არ ვიცი ვანო მერაბიშვილმა მოატყუა თუ არა, მაგრამ ნიკა რომ წინააღმდეგი იყო მაგის ჩამოსვლის, ეს ვიცი - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანზორ მელიამ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.

„შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა 130 ათასი კაცი დახვდება, სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქ, გამოდიოდა და იძახდა რაღაცებს, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა და გადაუღობა გზა ყველას არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება კაცს გიკლავდნენ, არ იყოს პრეზიდენტი ყოფილი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცმა, პრეზიდენტმა, რომელმაც ჭაობიდან გამოიყვანა ქვეყანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე“, - განცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს გადაარჩენს, ანზორ მელია ახადებს, რომ მას ამას მანამდეც არავინ უშლიდა.

„როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა დავავალე ხაბეიშვილს რაღაცეებიო, დაიკარგაო ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა? რომ აფრიალებდა ამ სახლების იმას, ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. გაპაზორდა რა ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა.

შეკითხვაზე, რა შანსები აქვს ჭიაბერაშვილს პარტიაში? ანზორ მელია პასუხობს: „რას იზამს, კაცი გავიდა... ეს სჭირდება ივანიშვილს.....რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი“

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати