USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ანტონიო გუტერეში - პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება
თარიღი:  472

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ „პალესტინელი ხალხის წყენები „ჰამასის“ შემზარავ თავდასხმებს ვერ გაამართლებს და ეს შემზარავი თავდასხმები პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას ვერ გაამართლებს“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გაეროს გენერალური მდივნის სიტყვები გააკრიტიკა.

„ბატონო გენერალურო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ? ნამდვილად, ეგ ჩვენი სამყარო არ არის”,-განაცხადა კოენმა.

შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, კონფლიქტის ზონაში  ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა.

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა.

ამ უზარმაზარი ტანჯვის შესამსუბუქებლად, დახმარების უფრო უსაფრთხოდ განაწილების გასაადვილებლად და მძევლების გათავისუფლების ხელშესაწყობად, მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას [ჰუმანიტარული] ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის