USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
ანდჟეი დუდა - ქართველებო გელოდებით ნატო-ში, რადგან ამაყი ერი ხართ, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას
Date:  805

ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ - გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირში არის საკმარისი ადგილი მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს.

„გაერთიანებულ ევროპაში და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის ევროპის აღმოსავლეთიდან. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატო-ს და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება. რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭირო იყო ძალების ხელახლა მოკრეფა, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა, მერწმუნეთ დროის გადმოსახედიდან დანახული ყოველი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა რეფორმებს მოითხოვდა, ნამდვილად ღირდა მცდელობად. ამიტომაც მოგიწოდებთ გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები, პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში. ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ეს არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა, ევროპული კულტურა დღეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, დემოკრატია, სიტყვის და თავშეყრის პატივისცემას. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენ ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ქართველებო ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, როგორც საუკუნეების წინათ დაწერა დიდმა შოთა რუსთაველმა - „ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way