USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
ანდრია ბასილაია - ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია
თარიღი:  914

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.

„ამ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია. პირველ რიგში ის, რომ თბილისი და ბათუმი პოზიციონირდება როგორც ევროპული მიმართულება ვინაიდან ევროკავშირი არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, არამედ ტურისტული კუთხითაც მთავარი სამიზნე ბაზარია. ევროპელი ტურისტები მაღალი ხარჯვითუნარიანობით გამოირჩევიან, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ასევე როდესაც ასე წარმატებით მიმდინარეობს კორონავირუსთან ბრძოლა, ეს არის სწორედ ის ბიძგი, რომელიც გვჭირდება, რათა დავიბრუნოთ პოზიტიური დინამიკა ტურიზმთან მიმართებაში. უნდა მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან“, - განაცხადა ბასილაიამ.

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის